#62459498 · 3 Feb 2026, 23:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
იმედი მაქვს, ეს კითხვა მოძებნის პასუხს. პერსონალურ ნაშრომზე მუშაობისას გამახსენდა ფრაზა 'ღმერთო მესროლე/გვესროლე ტაბურეტკა', რომლითაც გაჯერებული იყო დაახლოებით 2010-იანი წლების ქართული ინტერნეტ-სივრცე და ჟღერდებოდა სასაუბრო ქართლშიც. როგორც მახსოვს, მანამდე კიდევ იყო საკმაოდ პოპულარული ფრაზები 'ღმერთო, მეტეორი მესროლე/გვესროლე'. ვინმემ ხომ არ იცით, რა კონტექსტი ჰქონდა ამ გამოთქმას, საიდან და როგორ ან რატომ გაჩნდა? ძალიან დამეხმარებით, თუ მიპასუხებთ ან თქვენს ჰიპოთეზებს გამიზიარებთ.
|