#9169141 · 11 Apr 2008, 01:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემის გახსნა იმან გადამაწყვეტინა, რომ დავიღალე უკვე ყოველდღე ტრანსპორტით მგზავრობისას ზნეობის მაიძულებელი მზერებისგან. "ადგილი დამითმე"-ს მიმანიშნებელი ღრმა ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები. წნევებით და კიდე სხვათაშორის წამოძახებული ფრაზებით: "რა თაობა მოდის ესეიგი, რა ხდება, რააა???"
ან თუნდაც ამ "გარმოშკა" ავტობუსში, რომელიც ხალხით გაძეძგილია და მძღოლი ჩემ ფახებს დაიმახსოვრებს ვინ ვის უხდის ფულს, მაგრამ მაინც:
-"თქვენი გადახდილია" -"ორის აიღეთ, მეორე ბოლო გაჩერებაზე ჩამოვა" -"რატო წუხდები, რატოო?" -"გაიხარე, ნუგზარ დიდი მადლობა!"
რა არის ეს? რაიმე ისეთი ფენომენია, რაც ქართველების ხასიათს განსაკუთრებულ სიდიადეს სძენს თუ უბრალოდ ძველი ჩვეულების გადმონაშთია, რომელიც დღეს უსარგებლო და მარაზმულ ფორმებში არსებობს?
თვითონ 40 თეთი არც თუ ისეთი დიდი ფულია რომ ვინმე გაამდიდროს ან გააღატაკოს.
ფულშიც რომ არ იყოს საქმე, და ეს მხოლოდ პატივისცემის ჟესტი რომ იყოს, მაშინ მაინტერესებს ვინმეს სჯერა ამ ჟესტის
იქნებ ზოგიერთებისთვის ეს ისეთი პატივისცემაა რომ იაფად გამოდის და რაიმე უფრო ძვირიან პატივისცემას ამით ანაცვლეს... ფასადური ჟესტია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სხვები რას იფიქრებენ მასზე: "აბა როგორ?! არ შევრცხვი კაცთან"
ყველამ თავისი რომ გადაიხადოს, ამით ქართული კულტურა რაიმე ისეთ სიმდიდრეს და ტრადიციას კარგავს, რომ გადავგვვარდეთ?
This post has been edited by on/off on 11 Apr 2008, 01:10
|