კეთილი იყოს პირველ რიგში თქვენი აქ მობრძანება

-
მე დავიბადე ქალაქ
ბორჯომში და გავიზარდე ქალაქ
რუსთავში.. აი წარმოშობით კი.. ჩემი ფუძე ხაშურია.. უფრო სწორედ, მოგიყვებით დაწვრილებით ყველაფერს..
-
ხაშურის მახლობლად, ოსიაურის გადასახვევიდან ადის გზა მაღლა.. ტყეში.. სადაც არსებობდა ერთ დროს სოფელი ძამა, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი პაპები.. მისი მამები და პაპები..
დღეს სამწუხაროდ იქ შემორჩენილია მხოლოდ ხრესილის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ვუფრთხილდებით.. ძალიან დიდი ხანია უკვე ყოველი წლის სექტემბრის თვის დასაწყისში ჩვენი საგვარეულო, ნათესავები ვიკრიბებით და იქ მივდივართ დიდი მანქანით, როგორიც გახლავთ "ურალი", რადგან სხვა ავტომობილით იქ ასვლა შეუძლებელია, გარდა რამდენიმესი, რომელბიც 4X4 ია.
ეს გაფანტულ - გამოფანტული ნათესავები ვიკრიბებით და მივდივართ, ვკლავთ ცხვარს, ვქეიფობთ.. ვიხსნებთ ყველაფერს.. და ვერთობით. ზოგჯერ ვთევზაობთ, ვნადირობთ კიდეც..
და ზოგჯერ ყოფილა ისეთი მომენტიც, რომ ღამეც დავრჩენილვართ.. რომ მახსენდება ღამით ცეცხლის წინ გათენება.. უფრო ახალგაზრდები ვათენებდით ხოლმე და მძინარეებს ვმურავდით.. უნდა გენახათ დილით გაშავებული სახეები - ერთი, რომ მეორეს დასცინის: რას გავხარო და თავადაც რომ შავია და არ იცის..
როდესაც დაარსდა ხაშური.. და ხალხმა დაიწყო ცხოვრება ჩემი წინაპრებიც ჩამოვიდნენ ხაშურში და დღესაც კი პაპაჩემის ხელით აშენებულ სახლში ცხოვრობს ბიძაჩემი..
მე პაპას სახელი მქვია - ის სამი თვით ადრე გარდაიცვალა სანამ მე დავიბადებოდი.. და დამარქვეს ლადო - ჩემი გვარი კი ლომიძეა და დარწმუნებული ვარ არავის გაუკვირდება, ხაშურში, რომ ქვა ისროლოთ ან ლომიძეს დაეცემა, ან გელაშვილს და ან ნოზაძეს

დღეს, ამ წუთას, ეს ყველაფერი გამახსენდა და ისე ძალიან მომენატრა რომ.. გადავწყვიტე შემექმნა თემა ხაშურზე და მომეყოლა ეს ყველაფერი..
რაც არ უნდა იყოს - გამოდის, რომ ხაშურელი ვარ და ხაშურლებო, ქართლელებო.. ქართველებო მიყვარხართ

-
თუ ვინმე არის ამ ფორუმზე ხაშურიდან მინდა გავიცნო, მინდა მოვეფერო და ჩავიხუტო.
ეჰჰ.. 7 წლის შემდეგაც კი ძნელი ყოფილა საქართველოს გარეთ ცხოვრება.
ბევრს აღარ ვილაპარაკებ - ვისაუბროთ ხაშურზე - ხაშურლებზე - ჯიგარ ხალხზე
გნებავთ იხუმრეთ, მე ეს არ მწყინს და იმედია არც სხვა განაწყენდება.. ხაშურლებზეც ისევე როგორც კახელებზე და სვანებზე ბევრი სასაცილო ამბავი და ანეგდოტია..
რაც ხარ ადამიანი და როგორიც ხარ ის არ უნდა გეწყინოს, აი რაც არა ხარ და ამბობენ, რომ ხარ - ეს საწყენია.
ერთ ანეგდოტს დავწერ.. ყველასთვის ნაცნობს, მაგრამ.. კარგს..
ხაშურში კროსვორდის შევსების დროს გაისმის კითხვა:
- შინაური ცხოველი - ოთხი ასო: რა არის?
- ისმის პასუხი: კატაი
არ ჩადის ამის დედა ვატირე
-
ვიყაი შენთანა.. არ იყაი სახში.. ხოდა ვტოონ წერილსა..
ნამეტნავი დიდი გამომივიდა წერილი, მაგრამ გიტოვებთ და.. წაიკითხეთ..
This post has been edited by რუსთაველი on 11 Apr 2008, 03:58