საარჩევნო კოდექსიმოდერატორების არჩევნები მიზნად ფორუმის ადმინისტრაციისათვის მოდერატორობისათვის შესაფერისი და მოდერატორობის მსურველი საუკეთესო კანდიდატის ფორუმის რიგითი წევრებიდან ამორჩევის გაადვილებას ისახავს. ფორუმის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ესა თუ ის კანდიდატი არჩევნებიდან მოხსნას;
ასევე ფორუმის წევრების მიერ ღია არჩევნებით ხმების უმრავლესობით არჩეული მოდერატორი მოხსნას მოდერატორობიდან, თუ ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ფორუმის ინტერესებში შედის. ადმინისტრაცია არ არის ვალდებული ახსნას ან დაასაბუთოს კანდიდატის/მოდერატორის მოხსნის მიზეზი.1. ამომრჩეველი (აქტიური საარჩევნო უფლება )
1.1 ამომრჩეველი ყველა ის იუზერი შეიძლება იყოს, რომელიც ფორუმზე დარეგისტრირებულია არჩევნების გამართვამდე ოთხი თვით ადრე და წერილების არანაკლებ 500 ერთეული არჩევნების დაწყების მომენტისათვის ექნება.
1.2 მოდერატორის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენიჭება იუზერს, რომელსაც
General Discussion-ში აქვს მინიმუმ 300 პოსტი არჩევნების დაწყების მომენტისათვის და მისი პირველი პოსტი ამ განყოფილებაში თარიღდება არჩევნების დაწყებამდე ორი თვით ან უფრო დიდი ვადით ადრე.
2. მოდერატორობის კანდიდატი (პასიური საარჩევნო უფლება)
2.1 მოდერატორობის კანდიდატი შეიძლება იყოს იუზერი, რომელიც დარეგისტრირებული იქნება ფორუმზე არჩევნების გამართვამდე 6 თვით ადრე, ექნება წერილების არანაკლებ 1000 ერთეული და აქედან მინიმუმ 500 პოსტი - General Discussion-ში. მისი პირველი პოსტი ამ განყოფილებაში უნდა თარიღდებოდეს არჩევნების დაწყებამდე სამი თვით ან უფრო დიდი ვადით ადრე.
2.2 მოდერატორობის არჩევნებზე კანდიდატურების წამოყენება შეუძლია წევრს, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი.
2.3 არჩევნებზე კანდიდატებს შორის არ შეიძლება იყოს ფორუმელი, რომელსაც ადრე მოდერობის უფლებები ფორუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოდერობის ვადის გასვლამდე შეუჩერდა.
3. კანდიდატების დასახელება 3.1 ნებისმიერ იუზერს , რომელიც აკმაყოფილებს 1.1 და 1.2 მუხლებში მითითებულ პირობებს (აქტიური საარჩევნო უფლების მქონე იუზერს) შეუძლია დაასახელოს მხოლოდ ერთი კანდიდატი (მათ შორის საკუთარი თავიც)
3.2 ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია კანდიდატების დასახელების დამთავრებამდე ღიად(კანდიდატების დასახელების თემაში) დაადასტუროს, რომ ის მონაწილეობს მოდერატორის არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ავტომატურად მოიხსნება.
3.3 აუცილებელ პირობას წარმოადგენს კანდიდატების მიერ თავიანთი საარჩევნო პროგრამის წარმოდგენა. საარჩევნო პროგრამის წარმოდგენის გარეშე კანდიდატი არჩევნებიდან მოიხსნება. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ კანდიდატების პროგრამები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფორუმის ძირითად წესებს და ზოგადად ფორუმის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, კანდიდატი არჩევნებიდან მოხსნას.
3. 4 ადმინისტრაციას უფლება აქვს ესა თუ ის კანდიდატი არ დაუშვას მოდერატორების არჩევნებზე ახსნა განმარტების მიცემის გარეშე
4. არჩევნების პროცედურა 4.1 ნებისმიერ იუზერს, რომელიც აკმაყოფილებს 1.1 და. 1.2 მუხლებში მითითებულ პირობებს (აქტიური საარჩევნო უფლების მქონე იუზერს) შეუძლია კომოდერატორის არჩევნებზე მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს ხმა. (მათ შორის საკუთარ თავსაც)
4.2 4.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ხმა გაბათილდება.
4.3 თუ იუზერს აქვს სარეზერვო ნიკ(ებ)ი და ხმას აძლევს სარეზერვო ნიკით, რომლითაც არ აქვს ხმის მიცემის უფლება წესების თანახმად(პოსტები არ ჰყოფნის,რეგისტრაციის თარიღი არ იძლევა არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას და ა.შ.),ასეთ შემთხვევაში ხმა არ ჩაითვლება. არჩევანი დადასტურებული უნდა იყოს აუცილებლად იმ ნიკით, რომელიც არჩევნების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
4.4 მოდერატორობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, ასევე თუ კანდიდატურა მოიხსნა იმის გამო, რომ ის ასაკობრივ ან რაიმე პირობებს არ აკმაყოფილებს(პოსტები და ა.შ.) ან მოიხსნა ფორუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მაშინ იუზერებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს, აღარ აქვთ უფლება, თავიდან მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხმა სხვა კანდიდატს მისცენ.
4.5 თუ კანდიდატი არჩევნებიდან მოიხსნა აკრძალული პიარის ან რაიმე სხვა დარღვევის გამო, მაშინ ამომრჩევლებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს ასევე აღარ აქვთ უფლება ხელახლა სხვა კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
4.6 ირჩევა 2 მოდერატორი. წესების სრული დაცვით გამართულ არჩევნებში, პირველ ადგილზე გასული ხდება მოდერი, მეორეზე გასული კი - კომოდერი. 1 წლის ვადით.
4.7 იმისათვის, რომ კანდიდატი მოდერატორი/კომოდერატორი გახდეს, მან უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეთა იუზერების ხმების მინიმუმ ( იგულისხმება ჩათვლილი ხმები) 10 %.
4.8 თუ მოდერატორობის კანდიდატები დააგროვებენ თანაბარ ხმებს და ვერ მოხდება მოდერატორის/კომოდერატორის არჩევა პირველ ტურში, ასეთ შემთხვევაში იმართება მეორე ტური, სადაც მხოლოდ თანაბარშედეგიანი კანდიდატები მონაწილეობენ, მაგრამ მოდერ-კომოდერი თუ ვერც მეორე ტურმა გამავლინა, ამ შემთხვევაში, ჯგუფები ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გადანაწილდება.
4.9 იმ შემთხვევაში, თუ ერთ კანდიდატს აქვს დანარჩენ კანდიდატებზე მეტი ხმა, მაშინ ის ავტომატურად ხდება მოდერატორი და მეორე ტურში ის მონაწილეობას აღარ იღებს.
5. არჩევნების ვადები 5.1 კანდიდატურების წამოყენება გრძელდება კანდიდატების დასახელების თემის გახსნიდან 48 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ კანდიდატების დასახელების თემა იხურება.
5.2 კანდიდატების თემის გახსნასთან ერთად იხსნება წინასარჩევნეო აგიტაციის თემა, რომელიც გრძელდება მისი გახსნიდან 48 საათის განმავლობაში.
5.2 არჩევნები მიმდინარეობს საარჩევნო თემის გახსნიდან სრული 4 დღე-ღამის(96 საათი) განმავლობაში. არჩევნების ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო თემა იხურება.
5.3 საჭიროების შემთხვევაში დამატებითი(მეორე) ტური გრძელდება საარჩევნო თემის გახსნიდან სრული 2 დღე-ღამის (48 საათი) განმავლობაში.
6. წინასაარჩევნო აგიტაცია 6.1 წინასაარჩვნო აგიტაცია დაშვებულია კანდიდატების დასახელების პერიოდში სპეციალურ თემაში. არჩევნების დაწყებისთანავე ყოველგვარი რეკლამა იკრძალება. თუ კანდიდატი შემჩნეული იქნება ამ წესის დარღევაში, იგი მოიხსნება არჩევნებიდან.
6.2 ხმის მიცემის თემა განკუთვნილია მხოლოდ ხმის მისაცემად.
თუ რომელიმე იუზერი შემჩნეული იქნება ამა თუ იმ კანდიდატის გაპიარებაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განკუთვნილი ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ მას ბანი დაედება, მისი ხმა კი ანულირდება.
6.3 ასევე ისჯება რომელიმე კანდიდატის დისკრედიტაციის მცდელობა თავად კანდიდატის ან სხვა იუზერების მიერ. არც წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის განკუთვნილ ვადებშია დაშვებული სხვა კანდიდატის დისკრედიტაცია. ყველა ასეთი გზავნილი ან თემა მომენტალურად წაიშლება და ავტორები დაისჯებიან ვორნით/ბანით, მათი ხმები კი გაუქმდება.
7. სხვა პირობები 7.1 არჩევნების დაწყების მომენტად ითვლება, კანდიდატების დასახელების თემის გახსნის მომენტი (არჩევნების დაწყების პროცედურა).
ნებისმიერი ათვლა(პოსტების/საათების და აშ) იწყება ამ თემის გახსნის მომენტიდან.
7.2 თუ რომელიმე იუზერი ერთსა და იმავე კანდიდატს ხმას ორჯერ, ერთი და იმავე ნიკით მისცემს, მიიღებს გაფრთხილებას - მისი ხმა კი ანულირდება.
7.3 ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ძირითადი ნიკის გარდა, სარეზერვო ნიკითაც მიიღებს, დაივორნება. მისი ხმები კი გაუქმდება.
7.4 თუ რომელიმე მოდერატორი ხმის მიცემის შემდეგ თავის მოდ-სიპის ბოროტად გამოიყენებს და თავის პოსტს წაშლის, შემდეგ კი ხმას სხვა კანდიდატს მისცემს - ჩვენ გვაქვს უფლება, ახსნა-განმარტების და მტკიცებულებების გარეშე, მისი ხმა არ ჩავთვალოთ.
7.5 თუ განყოფილების მოქმედი მოდერატორი ხმის მიცემის პროცედურის დროს რომელიმე იუზერის პოსტს წაშლის, ამ მოდერის ხმა გაუქმდება. (მტკიცებულებების წარდგენა არც ამ შემთხვევაშია საჭირო)
7.6 არჩევნებისთვის განკუთვნილი თემები საჭირო დროს თუ არ დაიხურება, დასახელებული კანდიდატები და მიცემული ხმები ჩაითვლება ვადის გასვლიდან არაუმეტეს 5 წუთის განმავლობაში.
ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, საარჩევნო კოდექსს გვერდი აუაროს და წესები ნებისმიერ დროს შეცვალოს, თუ ეს ფორუმის ინტერესებში შედის.