#9241554 · 16 Apr 2008, 21:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მასა და მასის მმართველნი არ თმობენ კაცობრიობის უიმედობაში ყოლის პოზიციას, ანტიქრისტეს ხელში მეტი რაოდენობის ადამიანის ჩაგდებაზე მუშაობენ, იძულებაზეც არ იხევენ უკან, "ჩიპსები" მზად აქვთ ბეჭედი რომ დაადონ ადამიანების განწირულ ნაწილს." ©Artist
"რა არის იცი ასე რო ვართ დღეს უკუღმართულ ანუ უკუ- ღმერთულ გზაზე ვდგავართ ეს მხოლოდ ორი რამის გამოა ერთი ის რომ როდესაც დედამიწაზე წარღვნა მოხდა მაშინ ვინც კი იყო განვირაბელი ცოდნით და იცოდა ის ენა რომელშიც არის ჩაკოდირებული აბსოლიტური ჭეშმარიტება!" ©dimaopena
"ედემის ბაღი ასე ვთქვათ სარეაბილიტაციო ცენტრივით იყო, რომელიც იყო ყველანაირად სტერილური, სადაც ორი ჯერჯერობით განუვითარებელი არსება დაცული იყო და "ფეხს იდგავდა". ადრე თუ გვიან დაიწყებდნენ განვითარებას." ©DARKSIDE OF ME
ეს სხვადასხვა პოსტებიდან ამოღებული ის ფრაგმენტებია, რომელბსაც საკმაოდ ხშირად ვკითხულობთ მეცნიერება/ფილოსოფია და რელიგიის განყოფილებებში. ბევრი, დარწმუნებული ვარ, ერთობა და ხალისობს ამ პოსტების კითხვით, მაგრამ ავტორები ამ ყველაფერს ხომ სრული სერიოზულობით წერენ...
ცხოველთა სამყაროდან, მაგალითად ხშირია შემთხვევები, როცა ცხოველები მიზანმიმართულად მიირთმევენ შხამიან მცენარეებს, რომელბიც ჰალუცინოგენური ანდა სედატიური მოქმედებისაა, ანდა მიირთმევენ ხილს, სადაც სპირტული დუღილია დაწყებული. არსი მოსაზრება, რომ ამ ყველაფერს ცხოველები სტრესების გასანეიტრალებლად იყენებენ...
იქნება ფანტაზიაც სტრესის მოსახსნელად და მწარე რეალობიდან გასაქცევად სჭირება ადამიანს? და საერთოდ, რა არის რეალობა? იქნება ყოველ ადამიანს თავისი რეალობა გააჩნია? ფსიქოლოგებო და ნეირობიოლოგებო - როგორია თქვენი აზრი?
|