მოგესალმებით ყველას. ერთი კითხვა მაქვს. ვიცი რომ ასე დისტანციურად ვერავინ მიხვდება, მაგრამ აქ მერსედესის მფლობელები ხართ და შეიძლება ვინმეს მსგავსი პრობლემა გქონოდათ.
მოკლედ მერსედეს ც220 1995 წლის გამოშვება მექანიკა. იდეალურ მდომარეობაშია მართლა. უფრო სწორად იყო ამ დრომდე
პრობლემა: დღეში ერთხელ ან ორჯერ, ან შეიძლება ორ დღეში ერთხელ ქვრება. მოძრაობაშიც და "ხალასტოი" ბრუნზეც. ბენზონასოსი კარგია, საწვავის და სპრისკის ფილტრი შეცვლილია. სვეჩები ახალია. ძრავი მუშაობს ჩავარდნების გარეშე. კომპიუტერზ შევაერთე და არაფერი აჩვენა, ყველაფერი ნორმაშიაო. მაგრამ...მაინც ქვრება. მერე ეგრევე იქოქება ჩვეულებრივად, ეგრევე ყოველგვარი წვალების გარეშე.
ხომ არავის გქონიათ მსგავსი პრობლემა? ან სად შეიძლება მიყვანა რომ გაიგონ? ხელოსნები მეუბნებიან, სანამ არ მოკვდება სულ (ანუ აღარ დაიქოქება ჩაქრობის შემდეგ) მანამდე დიაგნოზს ვერ დავსვავთო. რა ვქნა?