გამარჯობათ!!!
როგორც ვიცი პასპორტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ზომის საბურავების დაყენება იწვევს სხვაობას სპიდომეტრსა და ოდომეტრზე.
ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში 175X65X14 მაგივრად დავაყენე 175X70X14 საბურავები. როგორც ვფიქრობ დავდივარ იმაზე ჩქარა ვიდრე სპიდომეტრი მაჩვენებს, რადგან უფრო "გრძელი" საბურავი მაქვს

და გავდივარ იმაზე მეტს, ვიდრე ოდომეტრი აჩვენებს.
არის თუ არა რამე საშუალება დაახლოებით გამოვთვალო ეს სხვაობა? ნუ, დიდი არ იქნება, მაგრამ მაინტერესებს.
ჰო, საუბარია მხოლოდ სხვა ზომის საბურავებზე, დისკი იგივე ზომაა.