უმეტესობამ ვიცით, რაც არის "ბარამი".
გავიმეოროთ გაკვეთილი

შ.პ.ს. "ბარამი" არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ამერიკიდან საქართველოში (ალბათ პირიქითაც)
ჩვენთვის ფრიად სასარგებლო და მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ჩამოგვიტანს ნივთებს ნებისმიერი იმ მაღაზიიდან, რომელიც პირდაპირ არ აგზავნის საქართველოში, მაგრამ გადახდისათვის ღებულობენ ქართულ საბანკო ბარათებს.
(თავისი ბარათითაც ყიდულობენ, მაგრამ პირობები გასარკვევია)
მათი ამერიკელი პარტნიორის Caucasus Express-ის მისამართია:
(გამოწერის დროს სახელის გრაფაში ვწერთ

Caucasus Express
გვარის გრაფაში - მიმღების (თქვენი) სახელი/გვარი
შემდეგ მისამართი:
511 BRIGHTON BEACH AVE
FL 2
BROOKLYN
New York
Zip Code: 11235-6403
Tel: (718)934-1700
როდესაც თქვენი ამანათი მიაღწევს ბრუკლინის ოფისამდე (დაიწერება signed by KIKODZE), რეკავთ ადგილობრივ ბარამში (აქ), ნომერზე 954056 ან 877 522781 და ატყობინებთ თრექინგის ბოლო 6 ციფრს.
ამანათი ჩამოდის 1-2 კვირაში (გააჩნია როგორ გამოგზავნიან)
გზავნაში იღებენ 9.5$-ს კილოგრამზე.
გზავნის თანხის (რომელსაც წინასწარ გეტყვიან) გადასახდელად მივდივართ ბანკში და ვრიცხავთ თანხას შ.პ.ს. "ბარამი"-ს ანგარიშზე. დანიშნულებაში ვუთითებთ "ტრანსპორტირების გადასახადი".
რეკვიზიტებია:
შ.პ.ს ბარამი
საქართველოს ბანკი
ანგარიში : 123355500
ადგილობრივი "ბარამი"-ს მისამართია წინამძღვრიშვილის 158
გისურვებთ წარმატებებს!

Edited
: პირობები შეიცვალა, გზავნის თანხას წინასწარ იხდი ბანკში, მერე რეკავ - რომ გადაიხადე და მხოლოდ შემდეგ გიგზავნიან ამანათს ბრუკლინიდან. This post has been edited by Prankster on 17 Jun 2008, 23:46
Вилка и Джамчурчели Ltd.
O Tempora! O Mores!
-------------------------------
GET "LOST"!
Draco Dormiens Nunquam Titillandus
WWW.ZERE.GE