03.12.2015
2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება , - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა დღეს, სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელზეც შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
► შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და მართვის მოწმობის გამოცდების ხელახლა ჩაბარება მოუწევს.
"2016 წლის 1 იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. პირველი იანვრიდან მომდევნო წლის 1 იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე) დააკლდებათ ქულები ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა ჯერ სრულყოფას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეუძლია.
► "სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა.
► მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
► აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.
წყარო :
http://www.autobild.ge/index.php?option=co...=158&lang=ka-GE