პსჟ- შეიძლება მილანზე რთული გამოდგეს

აი მილანს ხო არ უყურებდა არავინ (და მგონი მართლა ,,არავინ") სერიოზულად, მარტო ეგეც უნდა კმაროდეს პსჟ-ს არ შეხედო ეგრე
მარა მარტო ეგეც არაა, ვერ ვიტყვი რომ მილანზე ძლიერია პსჟ (წელს მილანს თამაში არც წაეგო ჩვენამდე) თუმცა შეიძლება არის კიდეც, თუნდაც ამბიციით, მილანს არც ქონდა ამბიცია ლიგის მოგების, ამათ აქვთ
რაც მთავარია სტილი, აგერ სონი ანდერსონ პისტოლეტიჩი

ამბობდა პსჟ-ს ეგრე ნუ უყურებთ, მათი სტილი ძალიან სახიფათოა ბარსასთვის, ძალიან სწრაფად გადადიანო შეტევაში და უბურთოზეც კარგები არიან
ამას დავამატებ სიხისტეს, ამის წინაპირობა უკვე არის, საფრანგეთი-ესპანეთზე კარგად ურტყეს პარიზელებმა ბარსელებს, კარგი ,,მოთელვა" გააკეთეს ჟალემ და მატუიდმა, ინიესტას და ბუსკეტსს, შეიძლება KEY დუელებიც კი იყოს ესენი. ჰოდა ანჩელოტის კატენაჩო არ ესწავლება (თუ დასჭირდა მაურინიოზე უკეთაც შეიძლება ქნას

) უკან დახევს გუნდს, სულაც არ გამიკვირდება 2 შემტევის მეტი არ დააყენოს (წინ იბრა, დროგბას როლში და ლავეცი, სრულიად საკმარისია კაცმა რომ თქვას, ბურთს გადაუგდებს ერთს ,,ბრძოლაში", მეორეს ცარიელ ზონებში).
ტიაგო სილვა, ალექსი და ა.შ. ძალიან მაგრები არიან ,,სიხისტეში" (ბარსაზე ეს ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, ჭრის ხოლმე), მოტა და ვერატიც მზად არიან, ჰოდა მზადაა ცემენტი, ირბინონ მერე ამათმა ,,ვაკრუგ და ოკოლა", ბოდიში რუსულისთვის :}
იმაზე რთულია ეს თამაში ვიდრე ჩანს

არაა ყალბი ,,სიფრთხილე"