დავძებნე და თემა არ არის რატიზე
დავოთ მისი ლექსები
---------------
დილის საარისაით ქარის იალქანი
ქრის.
ძილს მგვრის მე შენი ალერსი და
მღლის.
ძლივს მე ტანი მწადდასავით.
მიაქანებს სად და საით
ქარი ვნების ქარავნებით
ძილს.
შენს ცრემლის მძივს---
ცივს,
ღვრის თუ შლის,ყრის,
ცა-ქარვა თუ მინანქარი.
საით ქარის იალქანი
ქრის.
თრთის
ბილიკ-ბილიკ ჩრდილი ნისლის
ფრთის.
თრთის ცაა თუ მინანქარი.
საით ქარის იალქანი
ქრის.
.............................
წერილიმკლავზე ქალივით გადაწვენილი
ცა იყო,ცა თუ რამე წერილი,
წაუკითხავი---მითხარი!
გაუჩერებლად,დაუჯერებლად
თოვს ისე,თითქოს გაუჩენელი
ციდან ბავშვები გადმოცვენილან.
მდინარეს უყვარს ენაზე კბენა
დასისხლის დენა გაუჩერები.
....................................
* * *მინდა თოვდეს---
ქსოვდე წინდას.
ბედი გვქონდეს,
თოვდეს მინდა.
მინდა ოდენ
მეჯდე წინ და
მე ლექსს ვქსოვდე,
შენ კი წინდას.
.......................................
* * *როდესაც სიზმრების კარიბჭეს მოვხურავ
და ღამეს ფიქრების თაღიდან ვიქარვებ,
შენ ჩემში რიჟრაჟის სიცხადით მოხუალ,
მიქაელ.
შიგნიდან იყივლებს მამალი მესამედ
და თითქოს ჭურჭლიდან ჩამოღვრილ
რძესავით
დინდება დილა და მინდება მირქმა მე,
სად ჩემი გულ-ქვაბულის წიაღში
მიგავლენ,მიქაელ!რომ ხმები მიახშო
ურჩხულის ჩურჩულის.
მიქაელ,მარქვი,მე სიტყვა და მიმგვანე.
...........................................
* * *სიტყვები მძივების თვლებივით დავშალე
ფიქრების ძაფებად---ღამეთა თავშალი.
დღეები გავფანტე ლექსების აცმაში,
სიმშვიდე არ იყო,არც ახლა,არც მაშინ.
და მე შენ დამიშენ სიზმრებს და ღამეში
გამიშვებ თავსხმაში.
..............................................
* * *ფანჯრის მინებზე ვკითხულობ წვიმას,
შენ კი ლოგინში ბავშვივით გძინავს.
მინდა სიზმრების ვიგრძნო სიცივე,რომ
წვიმა ლექსებად გადმოგიწერო.
..............................................
* * *წერ,ნიშნავს უკვე რაღაცას ბედავ.
უმჯობესია,მეტს რომ ბედავდე.
შენ გამუდმებით წერ რასაც ხედავ,
მე იმას,რასაც მინდა ვხედავდე.
...............................................
პროგრესი გარედან გარეგნული და შიგნიდან შინაგანი-ჯამი პროგრესი ეროვნული, თანამედროვე ხელოვნება.ეძღვნებათ კეკლუც ინტელექტუალებს.გ.რჩეულიშვილი
---
აღარაფერია თქვენს სულში. თვით ზამთარსაც კი ვერ ვუწოდებ თქვენს ჩაყინულ ჯიგარს.ა.მორჩილაძე
---
გძულდეს ის,ვინც გიცნობს და არ უყვარხარ. ხ.ყალაბეგაშვილი