გამარჯობათ ყველას.
პირველ რიგში ბოდიშს მოვიხდი თუ არასაჭირო განყოფილებაში გავხსენი თემა, მარა ვფიქრობ, აქ კომპეტენტური ხალხია, ვისაც შეუძლია დამეხმაროს.
უნდა გაკეთდეს ქართულ-რუსულ-ინგლისურ-ინგილოური ენის ლექსიკონის მოდული რომელიმე ლექსიკონისათვის.
ნუ, ნანახი მაქვს ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული lsd ფაილები ლინგვოსათვის. როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ამის გაკეთებით ხომ არ დაირღვევა რაიმე ლიცენზია.
თუ არადა შეიძლება ღია კოდიანი StarDict-ის გამოყენება, მარა როგორც ვიცი მისთვის ლექსიკონის შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს ედიტორები.
თუ შეგიძლიათ ვინმემ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე აღნიშნულ სიტუაციაში?
გმადლობთ წინასწარ
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების...