გიყვარს სისწრაფე?
შეჯიბრი, რბოლა და ადრენალინი?
მაგთი შენთვის აწყობს ჩემპიონატს კარტინგში
აჩვენე რა შეგიძლია!
როდის ჩატარდება ტურნირი
ტურნირი ჩატარდება 2 მაისს, 17:00-ზე.
როგორ მოხდება მონაწილეთა შერჩევა
29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, 19:00-დან 23:00-მდე რბოლებში მონაწილეთაგან შეირჩევა საუკეთესო შედეგების მქონე პირები. მაგთის ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ისინი ადგილზე გაივლიან რეგისტრაციას.
როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები
ჩემპიონატის 100 მონაწილე განაწილდება 10 ჯგუფში. თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში გავა 3 მონაწილე.
ნახევარფინალში გასული 30 მონაწილე განაწილდება 3 ჯგუფში. თითოეული ჯგუფიდან ფინალში გავა 2 მონაწილე.
ამგვარად, ფინალურ რბოლაში მონაწილეობას მიიღებს 6 პირი.
პრიზები
I, II და III ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან მესამე თაობის მობილური ტელეფონებითა და ფასიანი ნომრებით.
http://www.magticom.ge/nweb_new/index.php?...geo&info_id=265
This post has been edited by rezo333 on 30 Apr 2008, 13:11