ინტერი-შალკე “ინტერს” მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვებას ბევრი არ უწინასწარმეტყველებს, მაინც თამამად შეიძლება ითქვას, რომ გელზენკირხენელებთან დაპირისპირებაში მილანელები ფავორიტები არიან. შიდა ასპარეზზე ჩემპიონობის შანსები “ინტერმა” “მადონინაში” წაგების შემდეგ მინიმუმამდე დაიყვანა და არაა გამორიცხული, ლეონარდომ აქცენტი სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთოს.
ერთმანეთს გუნდები აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან. 1997 წელს, უეფას თასის ფინალში - “შალკემ” შინ 1:0 მოიგო და მართალია, გასვლაზე ამავე ანგარიშით წააგო, მაგრამ თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა მეტოქეს. 1998 წელს, იმავე ტურნირის 1/4-ფინალში, “ინტერმა” შინ კვლავ 1:0 მოიგო, გერმანიაში კი გუნდებმა 1:1 ითამაშეს.
სავარაუდო შემადგენლობები : ინტერი : სეზარი, მაიკონი, კორდობა, რანოკია, კივუ, ძანეტი, მოტა, სტანკოვიჩი, სნეიდერი, ეტოო, მილიტო.
შალკე : ნოიერი, უჩიდა, მეტცელდერი, ჰიოვედესი, სარპეი, მატიპი, პაპადოპულოსი, ფარფანი, ბაუმიოჰანი, ედუ, რაული.
This post has been edited by Marco on 5 Apr 2011, 15:54