
Deekline
DJ Deekline ( ნიკ ანანდი ) არის ინგლისურ კლუბებში ცნობილი და პოპულარული Breakbeat დუეტის Deekline & Wizard-ის წევრი. Deekline-მა დაიწყო დისკების შეგროვება ადრეულ ბავშვობაში. იგი ძირიტადად ფანკს და ელეკტროს უსმენდა და ამ მიმართულებებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალ შემოქმედებაზე. შემდეგ ის გაიტაცა ჯანგლმა და სწორედ ამ ჟანრმა მიიყვანა იგი თავის სტილთან. ამის შემდეგ Deekline მიიწევდა წინ და გახდა ბრეიქბიტის ერთ-ერთი წამყვანი დიჯეი. მისი სტილი შეიძლება დავახასიათოთ როგორც ნაზავი ბრეიქბიტის, ფანკის, ელეკტროსა და მაიამი ბეისის.
დიქლაინმა სახელი გაითქვა როგორც ნიჭიერმა დიჯეიმ და პროდიუსერმა ისეთი ტრეკებით როგორიცაა : “I Don’t smoke the reefer”, “Got your money” და “Every posse and Crew”, რომელიც მან შეასულა ბრეიქბიტის ერთ-ერთ წამყვან DJ Freq Nasty-სთან ერთად. ამ ტრეკებით Deekline-მა სამუდამოდ დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი ბრეიქბიტის DJ-ებს შორის. Deekline-თან ერთად ასევე პოპულარული ხდებოდა მისი ლეიბლი “Rat Records” თავისი მაღალხარისხიანი მუსიკის წყალობით.
ბოლო 6 წლის განმავლობაში Deekline-ს ქონდა წარმოდგენები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქალაქში სიდნეიდან დაწყებული ტოკიოთი დამთავრებული. მას აქვს ჩატარებული 5 ტურნე ამერიკაში, 3 აღმოსავლეთ ევროპაში და 2 ავსტრალიაში.
2004 წელს Deekline-მა და მისმა პარტნიორმა Wizard-მა გამოუშვეს ალბომი “Breaks, Beats & Blondes”, რომელშიც შევიდა 11 უმაღლესი ხარისხის ტრეკი. გამოსვლისთანავე ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურა ინგლისელ ქლაბერებში. ეს ალბომი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით.
Deekline-ს აქვს რამოდენიმე კლუბი ინგლისში, ძირითადად ლონდონში, მათ შორის "Bounce at Bar Rhumba", რომელიც ცნობილია როგორც წამყვანი ბუთი ბაუნსინგ კლუბი. მას აქვს ნამუშევარი Breakbeat-ის თითქმის ყველა წამყვან სახესთან როგორებიც არიან: Freestyles, Arthur Baker, Stanton Warriors, Freq Nasty, Cut & Run, Ed Solo, Red Polo, The Breakfastaz, Dj Fresh და ა.შ. ასევე მას აქვს გაკეთებული რემიქსები მსოფლიოში განთქმული შემსრულებლებისთვის როგორებიც არიან : 50 Cent, Twista, Busta Rhymes, Armand Van Helden, Collie Budz, Stereo MCs და ა.შ.
2006 წელს Deekline-მა გამოუშვა ტრეკი “Touch Your Toes” ლეგენდარული Fatboy Slim-ის ლეიბლ “სკინტზე”. ამ ტრეკმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და MTV-ის ჩარტებში წამყვან პოზიციებს იკავებდა.
2007 წელს Deekline & Wizard წარდგენილი იყო Breakbeat-ის დაჯილდოვებაზე, ბრეიქსპოლზე, როგორც საუკეთესო ლაივ შემსრულებელი.
2008 წლის 7 ივლისს დაგეგმილია Deekline & Wizard-ის ახალი ალბომის გამოსვლა, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ დიდ წარმატებას
IVORY
LIVE VOCAL რომელსაც Breakbeat-ის ერთ-ერთ წამყვან პროექტებთან აქვს ჩაწერილი სინგლები,მათ შორისაა: Breakfastaz,Deekline & Wizard, Stanton Warriors, მათ შორის გამორჩეული TRACK-ებია: Girls,money drink & Drugs, ასევე Free the beast, Steam და სხვები.
www.the17may.com