მე 26-ე კბილში ჩამისვა ხუთშაბათს დროებითი პლომბი ექიმმა ორშაბათამდე, თან შიგნით რაღაც მოყავისფრო ჟელესავით ჩააყოლა (დარიშხანი?), თან მითხრა, ერთი-ორი საათის განმავლობაში თუ აგტკივდა, ნიმესილი ან რამე ამდაგვარი ტკივილგამაყუჩებელი დალიეო. მართლაც ამტკივდა და დავლიე. მარა დღესაც მტკივა გამუდმებით, განსაკუთრებით კბილები ერთმანეთს როცა ეხება ერთმანეთს. გამაყუჩებელს აღარ ვსვამ, შევეჩვიე ამ ტკივილს (ძალიან ჩემია

). მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს: ორშაბათამდე ესე რომ ვიყო, ნორმალურია? შიგნით რა ხდება? ის მოყავისფრო ჟელე ნერვს კლავს თანდათან თუ რა ხდება ჩემს თავს?