ახლა რაშია საქმე: წავიკითხე თემები მმართველობის ფორმებზე, რომელი ჯობია და რატომ და მთელი ბლა ბლა ბლა. ცოტა რაჭველივით კი გამომდის, მაგრამ ამ რამენიმე თვის წინ სერიოზულად იყო ამაზე საუბარი. იყვნენ ადამიანები(21%), ვინც ხმა მისცა საპარლამენტო მმართველობას. მათი არგუმენტი კი ასე გამოიყურებოდა: ' სამი პრეზიდენტი გვყავდა და ვერცერთმა ვერ გაამართლა'.
საერთოდ კი, არავინ იცის, რითი სჯობს მმართველობის ერთი ფორმა მეორეს. რეალურად, არაფრით. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ როგორ მოირგებს მას ქვეყანა. ეს უკანასკნელი კი ბევრ ობიექტურ(და არამარტო) მიზეზზეა დამოკიდებული.
სხვა თემაშიც დავწერე და აქაც გავიმეორებ, რომ, ზოგადად, ქართველები 'ფორმებით' ვმსჯელობთ ხოლმე. კაცმა არ იცის, რატომ გვაქვს ეს თვისება, მაგრამ 'ზედაპირს' ჩვენთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს. ნაკლებად გვაინტერესებს, რა არის შიგნით, რისი მიზეზით გამოდის რაიმე ან ცუდად, ან კარგად. ასეთ სიღრმეებში ჩვენ არ ჩავდივართ. პირველად რასაც მოვკრავთ თვალს, იმის ბრალია ყველაფერი და მორჩა.
ის, თუ არცერთი პრეზიდენტი არ იყო კარგი მმართველი (ამაზე აქ არ ვიკამათოთ), ეს იმ სამი პრეზიდენტის ბრალია და არა საპრეზიდენტო მმართველობის, როგორც ასეთი.
რა შეიცვლება, ვთქვათ, საპარლამენტო მმართველობის შემთხვევაში? ჩვენს ქვეყანაში პარლამენტი ხომ, რბილად რომ ვთქვათ, კარგად არაა განვითარებული. ჰოდა, იქნება ღლიცინი კანონებზე, ერთმანეთის ცემა, აბა ვინ მოერევა და ვინ უფრო კარგად დაიგინებს-ამბები და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, სანამ ეს ინსტიტუტი განვითარდება, მანამდე მაინც.
რა შეიცვლება მონარქიის შემთხვევაში? ხომ შეიძლება 3 მონარქი ერთმანეთის მიყოლებით 'ცუდი მმართველი' გამოდგეს?! თუ მონრქი 'ტუFტად' გვინდა, მაშინ ხომ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა არ გაამართლოს. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ თუ პრეზიდენტმა არ გაამართლა, 'გადაირჩევ' და მორჩა. მონარქთან ასე ადვილად არ ხდება ყველაფერი.
საბოლოო ჯამში მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ მონარქიის მომხრეებს არ აქვთ ჩამოყალიბებული 'ფორმულა', თუ რატომაა უმჯობესი მონარქია. მე პირადად პრობლემების მეტს ვერაფერს ვხედავ, თუმცა აქ ამაზე არ ვიდაოთ.
მეტიც, მე ასეთ მისწრაფებას მონარქიისკენ სწორედ ფორმების სიყვარულისკენ მივყავარ. თუ მონარქს რეალურად არ ექნება მეფისთვის შესაბამისი უფლებები და ხელმწიფე გვეყოლება იმიტომ, რომ ჩვენს წინაპრებს ჰყავდათ (იხ.ვებერი), მაშინ მისი დანიშნულება იქნება ის, რომ უბრალოდ იჯდეს ბედნიერად(ჩვენი ქვეყნის გადამკიდე ეგ შეუძლებელია, მაგრამ მაინც) და მთელმა მსოფლიომ გეოგრაფიის წიგნებში ინგლისის გვერდით დაგვწეროს ერთი ნიშნით მაინც.
ეს შეხედულება კი თავისი ფეხით მიდის იმ თვისებამდე, რომელიც ზემოთ აღვნიშნე.
იუზერებო, რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
p.s. მოდერებს ვთხოვ, ცოტა ხნით მაინც დატოვონ ეს თემა. პრობლემა მართლა მაინტერესებს

უი, ჩაასწორეთ რა სათაური - სიყვერული შეცვალეთ სიყვარულით. შემეშალა
This post has been edited by Lambalo on 26 Apr 2008, 13:31