ფაქტია რომ გერმანია მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიენბის გზაზე.
ჩვენ შეგვიძლია ახლა უსაშველოდ ვაგინოთ ანგელას დედის პრო_ი, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის.
ჯობია ცივი გონებით განვიხილოთ, როგორ შეიძლება და საერთოდ შეიძლება თუ არა ამ ქვეყნის მხარდაჭერის მოპოვება.
რამდენიმე ფაქტი გერმანიის შესახებ:
-გერმანია არის გაეროს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი 2003 წლიდან...
-გაეროს მისიაში (UNOMIG) წარმოადგენს ყველაზე მეტ სამხედრო დამკვირვებელს (სიმბოლურია მაგრამ მაინც..)
-იყო საქართველოს ENP-თვის მიერთების ინიციატორი
-ბუქარესტში მაპ-ის ვერ მიღების მთავარი "მიზეზი"
გერმანიის პოზიცია დღეს:
-საქართველო არ იმსახურებს მაპს - ოფიციალური მიზეზი: ტერიტორიული კონფლიქტები.
-საქართველო იქნება ნატოს წევრი - როდისღაც...
შტაინამიერის დასაბუთება: "კოსოვოს აღიარების შემდეგ არ არის საჭირო საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა." საქართველო ამად არ ღირს.
ბუქარესტის შემდეგ სინდისის ქენჯნის თუ კიდევ სხვა მიზეზთა გამო, გერმ,ანიის მხარდაჭერა იმაზე მეტია, ვიდრე ამას მოველოდით (ეს მიშამაც აღიარა).
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ (ოფიციალურად გერმანიის, როგორც მეგობართა ჯგუფის კოორდინატორის ინიციატივით) მიღებული კომუნიკე:
We are highly concerned about the latest Russian initiative to establish official ties with institutions of the de facto authorities in Abkhazia and South Ossetia without the consent of the Government of Georgia.
We call on the Russian Federation to revoke or not to implement its decision. http://www.auswaertiges-amt.de/diplo/de/La...ng-Georgien.pdfბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ შტაინამიერის განცხადება:
"Wir stehen zur euro-atlantischen Perspektive Ihres Landes! Es kommt nun darauf an, schlüssige Konzepte für eine weitere Annäherung zu entwickeln."
"ჩვენ მხარს ვუწერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პესრპექტივებს. ახლა მთავარია დავადგინოთძირიტადი მიდგომები შემდგომი დაახლოებისთვის."
ადამიანურ ენაზე: უნდა დავრწმუნეთ რომ პარიზი მესად ღირს. რუსეთს რომ გავაბრაზებთ, რას მივიღებთ სანაცვლოდ?.. ეს მოკლედ საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შესახებ.
გერმანიის შიდა პოლიტიკა და მისი გავლენა საგაარეო პოლიტიკაზე ცალკე თემაა. მერე დავწერ თუ ინტერესი იქნება.

აბა წამოვიდა იდეები... როგორ შევაყვაროთ ნემცებს დეკემბრამე თავი?...
This post has been edited by Leibholz on 26 Apr 2008, 14:30