გაზეთ ლელოში მე ვწერ საწყლოსნო სახეობებზე და რაღაც-რაღაცეები გამეგება

მოკლედ, ცურვის ფედერაცია, როგოც ასეთი, არ გვაქვს. გვაქვს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია, რომელშიც შედის ყველა საწყლოსნო სახეობა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა და სინქრონული ცურვა).
რაც შეეხება უშუალოდ ცურვას, მაინცდამაინც დიდი შედეგებით ვერ დავიკვეხნით ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე.
დღეისათვის, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია უპრეზიდენტოდაა. ბოლოს გია უდესიანი იყო პრეზიდენტი, რომელიც გადადგა და ახალი პრეზიდენტი მთელი სამი თვეა ვერ მონახეს.
ამჟამად, დროებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრეზიდენტი დავით რურუა (899. 51-75-55)
ფედერაციის მეორე კაცი, ანუ გენერალური მდივანია ირაკლი ბართაია (899. 91-80-40), ხოლო ცურვაში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირინა მიჟულინა (893. 31-31-65). ლაგუნა ვერედან წამოსვლის შემდეგ, ფედერაციას ოფისი, ფაქტობრივად არა აქვს, ხან სად არიან და ხან სად. შესაბამისად, ფედერაციის ქალაქის ნომერს ვერ გეტყვი.