ძვირფასო მეგობრებო! ვიცი ჩემ მოსაზრებას ბევრი ხმლით ხელში შეხვდება,დიდი უმრავლესობა დიდი სკეპტიციზმით, მაგრამ იგი უფრო მეტად განკუთვნილია ინდივიდებისამი.
უკანასკნელმა "რეაქციის" აქციამ დაადასტურა რომ ძალიან ბევრ იუზერს უფრო მეტი საერთო გვაქვს ვიდრე წყალგამყოფი. აქედან გამომდინარე ,
დამებადა აზრი ხო არ გვეცადა გარკვეულ დაინტერესებულ ადამიანებს შეგვექმნა გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაცია,რომელიც შეეცდებოდა საერთო ძალისხმევით კარგი საქმეების კეთებას. დონორების მოძიებას და ცალკეული ღონისძიებების ორგანიზირებას უკვე სერიოზულ დონეზე.გავგიჟდი? სულაც არა.ჯერ ერთი ვიძახი "კავშირს" ანუ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი პარტის წევრს და არსეობს უამრავი თემა, სააც თანამოაზრეები ვართ და ამ ფორუმში ინდივიდთა სახით საკმაოდ ძლიერი ინტელექტუალური ბირთვია, რომელთა დიდი ნაწილი "ბრიგადნიკი" სულაც არაა
ხაზგასმით ვამბობ ეს აზრი განკუთვნილია ინდივიდების მიმართ. სულაც არაა ყველა აქ მპოსტავი ერთ ენჯეოში იყოს, პარტიულობა ან ანონიმურობა დათმოს და ა.შ, მაგრამ გვაქვს ერთობლივად რაღაც რესურსი, რომელიც მცირე სულაც არაა და თან პატიოსნება და ქვეყნის სიყვარული არ გვაკლია.
ეხლა მეც ვარ ენჯეოში და ვაპირებ მის განვითარებას. თითოელს ჩვნი გზა აქვს, მაგრამ იქნებ გვეცადა რაღაც კონტურები შევქმნათ..
ერთი თხოვნა მაქვს ღლიცინისგან თავი შეიკავეთ, არც ვხუმრობ. რაღაც ანალოგიური იდეები არაერთხელ მოვისმინე აქ და ამდენად გავკადნიერდი ამ იდეამ თავში მეც დამარტყა.
ვიმეორებ არანაერი პოლიტგაერთიანება. უბრალოდ კავშირი, რომელიც ნელნელა ჩამოაყალიბებს თავის ორიენტირებს და გააკეთებს საქმეს.
არარეალურია? შეასაძლოა!!!

უბრალოდ მომივიდა ასეთი აზრი და იქნებ ვინემ უკეთესად დახვეწოს ან გააქარწყლოს ჩემი მოსაზრება. რარაც სპეცშეთავაზება არაა
ვიმეორებ არანაერად არ ვგულისხმობ "ყველა ერთად" რაღაც "ერთიანი მიზნისკენ" ...მიმხვედრი მიხვდება
თუ სისულელეა მაპატიეთ
This post has been edited by lasha_alo on 28 Apr 2008, 19:54