ალბათ დამეთანხმებით თანამედროვეობის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია ანგელოპულოსი. მისი ნებისმიერი ფილმი შედევრია და როგორც ამბობენ ეს ბოლო ფილმიც რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გამოვიდა არ არღვევს ამ ტრადიციას. ფილმი წარმატებით იქნა უკვე ნაჩვენები ბერლინის კინოფესტივალზე. მთავარ როლებზე ისეთი მსახიობები არიან დაკავებულნი რომელთა ხილვა ერთი ბედნიერებაა და ფილმის მხატვრულ ღირებულებაზე ერთ-ერთი მიმანიშნებელია.
მთავარ როლებში: უილიამ დეფო, ირენ ჟაკობი,ბრუნო განცი,მიშელ პიკოლი და სხვები.
ფილმი მოგვითხრობს ბერძნული წარმოშობის ამერიკელ რეჟისორზე, რომელიც ცდილობს გადაიღოს ფილმი რომელშიც მოთხრობილი იქნება მისი და მისი მშობლების ისტორია. ამ ფილმის მოქმედებებს ადგილი აქვთ რუსეთში, იტალიაში, ყაზახეთში, გერმანიაში, კანადაში... მოქმედებები იშლება XX საუკუნის საკვანძი მომენტებში. წარმოსახვითის, რეალურის და უკვე მომხდარის მომენტები ფილმის განმავლობაში ხშირად ირევა. რაც ხშირია ანგელოპულოსის ფილმებში.
თუმცა ანგელოპულოსის ფილმების რაიმე სახის შინაარსის გადმოცემა ძალიან ზედაპირული საქმეა. მკაცრი აზრით ამ ფილმებს შინაარსიც არ აქვთ. სიზმრისეული მანერა ანგელოპულოსის "თხრობისა" რაიმე მკაცრი შინაარსობრივი ჩარჩოს დაჭერას შეუძლებელს ხდის...
თქვენი არ ვიცი და მე მოუთმენლად ველოდები ამ ფილმს. ეჭვი მაქ რომ ჯერ არავის უნახავს ამ ფორუმზე. თუ უნახავს და არ გაგვიზიარა ჯოჯოხეთი არ აცდება
http://www.dustoftime.com This post has been edited by Max Schreck on 21 Apr 2009, 17:51
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
შენ რომ სიტყვის მასალით თავი მოგაქ აქ ხალხი გამოვიდა სულ გასარსალებული ლაპარაკობდა
ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის