"დადგა დრო დემოკრატიულმა სამყარომ თვალი აღარ დახუჭოს რუსეთის ქმედებებზე, რომლის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები კოსოვოს აღიარებასა და ნატო-ს გაფართოების გეგმას უკავშირდება," განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მხოლოდ საქართველოს საკითხი არ წყდება და საფრთხე მთელი ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს ემუქრება; მოსკოვი ამ გზით ცდილობს დასაჯოს დასავლეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ნატო–ს გაფართოების გამო.
“ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეგიონში ვითარების ესკალაცია არ მოხდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, სამშვიდობო ჯარები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავად ამ სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანოს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული პროცესების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ყოველივე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში გადაიზარდოს.
აი ამას ქვია ევროპელებს რომ ABC-ს აუხსნი...
კარგი იქნებოდა ინტერვიუს დროს ვიდეო მასალების ილუტრაციაც რომ მოეხდინა.
მიშას ამ განცხადების შემდეგ, ევროპას თვალები გაეხსნება და აუცილებლად შესაბამისად იმოქმედებს.
This post has been edited by VAZI on 3 May 2008, 01:51
მიმაგრებული სურათი