ეს თემა ნუ ჩამიძირეთ, საგარეჯო ქალაქი კი მაგრამ რაიონიცაა
ჰოდა ამ რაიონში ბევრი რამაა სანახავი და ღირშესანიშნავი
დავით გარეჯა
სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს რაიონში, იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე.
სოფელ ხაშმიდან 10 კილომეტრზე სწორ ადგილას აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი-- 5 საუკუნის დასასრული და 6 საუკუნის დასაწყისი--- კაწარეთის სამება.
ნინოწმინდის ტაძარი თავისი ორიგინალობით, ქართული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალი ქალაქ უჯარმას აშენებს სამეფო რეზიდენციას. რომლის უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი დღემდეა შემორჩენილი და დროებით აქ გადმოაქვს სამეფო რეზიდენცია.
მანავის ციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი XVI-XVII ს.ს ციხე ორი ნაწილისაგან შედგება.
კიდევ ჩაილურის ციხე, ქალის ციხე.....................