ადამიანი იმთავითვე ღმერთის, ეშმაკის, შავი ჭირის და სიკვდილის პერსონიფიცირება მოახდინა.
შეიძლება ითქვას, რომ დღემდე მხოლოდ ამ უკანასკნელმა მოაღწია, რამეთუ სწორედ მასთან შეხვედრა მოუწევს ყველას ადრე თუ გვიან. დანარჩენი სამი კი აბსტრაქციის ბურუსში გაახვია გულგრილობამ და მეცნიერებამ.
ხოლო სიკვდილი ... სიკვდილი მუდამ სასთუმალთანაა ჩასაფრებული. ადამიანებს მუდამ შიშის ზარს ჰგვრის მისი ნაბიჯის ხმა, მისი მსახვრალი ცელის სისინი ... უბრალო ადამიანის წარმოსახვით სიკვდილი საიქიოს მოციქულია, რომელიც კბილებდაკრეჭილი თავის ქალით და ჩონჩხის ღრჭიალით გვიახლოვდება.
ბევრი წყალი ჩაივლის, რანამ ჩვენ სიკვდილს არარაობად, ლოგიკურ დასასრულად, ჩვეულებრივ ბიოლოგიურ არსებობის დასასრუალდ აღვიქვამთ. მთავარია, ჩვენ აზრების დამაბნელებელ მისტიკას დავაღწიოთ თავი.
ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით დავხატე კიდევაც მაგრამ მერე დავწვი და მგონი ეს ნახატიც ჩაჯდება თემაში
მიმაგრებული სურათი