ახლა რა ხდება მეგობრებო...
რამდენიმე ადამიანმა (ზოგი აქაური იუზერია), წამოვიწყეთ ერთი ეროვნული საქმე
ჰოდა ვისაც სურვილი გექნებათ -
და რითი შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ
საქმე იმაშია, რომ ყველაფერს ქართულს გააფთრებით ებრძვიან ყველა ფრონტზე,
ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვა
და ეს პირველ რიგში პოლიტიკას - ამ განყოფილებას ეხება.
http://saunje.ge/ეს ჩვენი დაწყებული საქმეა.
დიზაინიც დროებითია,
ბევრი რამ ჯერ კიდევ დასახვეწია.
აქ დადებული მასალები შეგიძლიათ გაავრცელოთ
სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე -
მხოლოდ ერთი თხოვნით -
ჩვენი საიტის მითითებით.
(მეც ვცდილობ ხოლმე სხვადასხვა საიტიდან
გადმოტანილი მასალების საავტორო უფლებები დავიცვა )
და კიდევ
ძალიან მინდა ინგლისური (და სხვა ენებზე) ვარიანტის გაკეთება
მე ვერ შევძლებ, არც ამდენი ინგლისური ვიცი და დროც არ მაქვს ბევრი -
მარტო ქართულ ვარიანტზე მუშაობას ზოგჯერ დილის 5 საათამდე ვუნდები ხოლმე
მასალა ზღვაა - მარტო ისტორიული ძეგლები 10 000 მდეა და
მათ დეტალურ აღწერას მინიმუმ 10 წელი მოვუნდები - ისიც ინტენსიური მუშაობით..
ვიცი რომ აქ ბევრი ქართველი შემოდის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობს...
შეგიძლიათ გააკეთოთ "საუნჯე" იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობთ - ამისათვის დამიკავშირდით და დავამატებთ იმ ქვეყნის ენას საიტზე.
ანუ გავაკეთოთ ერთგვარი ქსელი ქართული ეროვნული საუნჯეს პოპულარიზაციისა,
გადავწყვიტე ცალკე თემა გავხსნა საუნჯეზე
ან აქ დავპოსტავ ხოლმე რას სიახლე იქნება საიტზე.
მერე შეიძლება ამ მასალების გადატანა ვიკიზეც
ეს არაა მარტო ხელოვნება და ისტორია.
ეს პოლიტიკასაც ეხება.
თუ მოდერები იმ თემას აცოცხლებენ
კარგი იქნება.
თუ ამ თემას გადაიტანთ საზოგადოებრივ განყოფილებაში -
მე იქ აღარ დავპოსტავ (ეგრის გამო).
თან ბოლო პერიოდში სულ აქ ვპოსტავ და
პირველ რიგში ამ გაყოფილების საზოგადოებას მინდა გავუზიარო
ეს ამბავი -
შენიშვნები და წინადადებები არ დაიშუროთ...

და კიდევ - რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საიტები
მით უკეთესი
რამდენიმე ვიცი ქსელში
და საკმაოდ კარგებია,
http://dzeglebi.com/http://dzeglebi.ge/მაგრამ კიდევ დავამატოთ...
რაც მეტი მით უკეთესი.
This post has been edited by basa-ttt on 5 Apr 2010, 16:57