აუ მოკლედ ვინმემ იქნებ ამიხსნათ რა.
საშინლად გულმავიწყი გავხდი მავიწყდება ყველაფერი....80 წლის ბებერი რომ ვიყო კიდევ ხო მაგრამ ეხლა?
ესეიგი ჩაიდანს დავდგამ ხოლმე და 10 შემთხვევიდან 5-ში მავიწყდება რომ დავდგი ეს ჩაიდანი და მერე სანამ წყალი არ გადმოდის და რაღაც, აღარ მახსენდება. ბოლო დროს ვისწავლე და მაღვიძარას ვაყენებ 5 წუთის შემდეგ რომ გამახსენოს გამოვრთო. კიდევ ვერ ვიმახსოვრებ ადამიანებს კატასტროფულად. ნუ ეს უკვე დიდი ხანია მჭირს და ჩემს გარშემო ყველა მყავს გაფრთხილებული იმიტომ რომ ძალიან ხშირად საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილვარ. ნუ ბევრისგან გამიგია სახეებს რომ ვერ იმახსოვრებენ მაგრამ ჩემს შემთხვევაშI ეს უკვე რაღაც ძალიან სასაცილო სახეს იღებს და ზოგჯერ უკვე მეშინია იმდენავ ვერ ვცნობ ხოლმე ხალხს......ესეიგი რა ჯანდაბა მჭირს? სრულ გამოტვინებამდე ბევრი მიკლია?? არა ხო?

სულ ახლოს ვარ

რამოდენიმე წლის წინ მქონდა დეპრესია და ვიმკურნალე და მაშIნ ხომ არ მოვიშალე? მაგრამ პრინციპში სახეებს ვერასოდეს ვიმახსოვრებდი....
ამასთანავე ძალიან კარგად ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს ანუ სულ ისეც არ ვარ რა.....ეხლა ავიტან არაა პრობლემა...მე მეშინია მერე კიდევ არ გართულდეს ან რაღაც რავიცი აბა , ნორმალურია არაა ეს ხო? სიბერეში რა ვიქნები მე ეხლა რომ ესე ვარ
This post has been edited by SPC on 9 May 2008, 15:44