ASUS Eee PC FAQყველა შეკითხვა რაც გაგიჩნდებათ Eee PC-ს შესახებ დასვით აქ..
Tutorial By Vancho :- ვიწერთ ფაილებს usb_prep8.zip, PeToUSB_3.0.0.7.zip და bootsect.zip;
- ვუკეთებთ ზემოთაღნიშნულ ფაილებს ექსტრაქტს შესაბამის ფოლდერებში;
- ვაკოპირებთ PeToUSB.eхe-ს ფოლდერში usb_prep8;
- ფოლდერში usb_prep8 ვხნით ფაილს usb_prep8.cmd;
- გამოვა ახალი Command Prompt-ის ფანჯარა. ვაჭერთ ნებისმიერ კლავიშს (სქრინი მოცემულია ქვემოთ);

- გამოვა ახალი ფანჯარა. ვაჭერთ Start-ს. დაიწყება ფლეშკის ფორმატირება. ფორმატირების დასრულების შემდეგ ამ ფანჯარას არ ვხურავთ (სქრინი მოცემულია ქვემოთ);

- ვხსნით Command Prompt-ს (Start > Run... > cmd) და გადავდივართ იმ დირექტორიაში, რომელიც შეიცავს BootSect.eхe-ს (მაგალითად, თუ ვართ C: დისკზე და BootSect.eхe იმყოფება D:\bootsect-ში, ვწერთ cd /d d:\bootsect);
- ვკრეფთ bootsect.eхe /nt52 X:, სადაც X: არის ჩვენი ფლეშკის შესაბამისი ლათინური ანბანის ასო (შენიშვნა: bootsect.eхe-სთან მუშაობის დროს არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი ფანჯარა, რომელზეც ჩანს ჩვენი ფლეშკის კონტენტი). თუ ოპერაცია ჩაივლის წარმატებით, დაეწერება: “Bootcode was successfully updated on all targeted volumes”;
- დახურეთ Command Prompt-ის (ანუ #7-ში და #8-ში რაზეც გვქონდა ლაპარაკი) და PeToUSB-ის (ანუ #6-ში რაზეც გვქონდა ლაპარაკი) ფანჯარა (არ დახუროთ usb_prep8);
- მივიღებთ ფანჯარას, რომელშიც გადანომრილია სხვადასხვა ბრძანებები (სქრინი მოცემულია ქვემოთ);

- ვაჭერთ 1-ს და Enter, რის შემდეგაც ვუთითებთ ჩვენი Windows XP-ის საინსტალაციო ფაილების ადგილმდებარეობას. Enter;
- ვაჭერთ 2-ს და Enter, რის შემდეგაც ვუთითებთ ლათინური ანბანის იმ ასოს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი კომპიუტერის არცერთ დრაივს (დავუშვათ, T). Enter;
- ვაჭერთ 3-ს და Enter, რის შემდეგაც ვუთითებთ ჩვენი ფლეშკის შესაბამის ლათინური ანბანის ასოს. Enter;
- ვაჭერთ 4-ს და Enter. დაიწყება პროცედურა;
- პროგრამა შეგეკითხებათ, გსურთ თუ არა T დრაივის ფორმატირება. ვაძლევთ y და Enter. ფორმატირების შემდეგ პროგრამა კვლავ მოგვთხოვს Enter-ს;
- დაიწყება ფაილების კოპირება ჩვენს დროებით დრაივზე (T). დროებით დრაივზე ფაილების გადატანის შემდეგ პროგრამა კიდევ მოგვთხოვს Enter-ს;
- შემდეგ გამოვა ფანჯარა, სადაც პროგრამა გვეკითხება გვინდა თუ არა ფაილების კოპირება ფლეშკაზე. ვუთითებთ Yes;
- შემდეგ გამოვა კიდევ ერთი ფანჯარა, რომელზე ასევე ვუთითებთ Yes;
- და გამოვა კიდევ ერთი ფანჯარა, რომელიც გვთავაზობს ანმაუნთს და რომელზეც აგრეთვე ვუთითებთ Yes.
საინსტალაციო ფლეშკა მზადაა.
ფლეშკას ვუერთებთ ჩვენს Eee-ს მის ჩართვამდე. ჩართვისას ვაჭერთ F2-ს და ჩვენს ფლეშკას ვაყენებთ, როგორც First Boot Device-ს. რესტარტის შემდეგ იწყება უკვე ვინდოუსის ინსტალცია Eee-ზე. გამოვა ორი ოპცია, რომლიდანაც ვირჩევთ ქვედას (TXT) და დაიწყება ყველასთვის ნაცნობი ვინდოუსის ინსტალაციის პროცედურა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ წაიშალოს ყველა ფართიშენი (გარდა ჩვენი ფლეშკისა), რომელიც გვაქვს და შეიქმნას ერთი ცარიელი ფართიშენი სისტემით NTFS. ამ პროცედურის გავლის შემდეგ (რომელსაც თან ახლავს ავტომატური რესტარტი), გამოვა კვლავ ის „ორი ოპცია“, ოღონდ ამჯერად ვირჩევთ პირველს (GUI) და ვაგრძელებთ ვინდოუსის ჩაწერას ისე, როგორც ჩვეულებრივ კომპზე.
შენიშვნა:
- ფლეშკა უნდა იყოს შეერთებული Eee-ში მთელი ამ პროცედურის მანძილზე. ანუ, სანამ არ დაინახავთ Start მენიუს, ან დესქთოფს და ა.შ., ფლეშკას ხელი არ ახლოთ;
- ვისტაზე ამ ყველაფრის გამართულად მუშაობისთვის User Account Control უნდა იყოს გათიშული;
- ვინდოუსის დაყენების შემდეგ First Boot Device-ად ისევ ჩვენს HDD-ს ვაბრუნებთ. მე სანამ ამას გავაკეთებდი რაღაც ერორს მიგდებდა;
Enjoy.
----------------------------------------------------------------------------
Tutorial By Achilles :მე თვითონ დამჭირდა ამას წინათ Eee PC-ზე ვინდოუსის დაყენება და ამ ფორუმზე ვცდილობდი მესწავლა როგორ გამეკეთებინა ეს....აქ არსებული მსგავსი თემიდან საკმაოდ ბევრი ინფო მივიღე და ის დამეხმარა მაგრამ 35 გვერდი სანამ გადავიკითხე და გამოსავალს ძლივს მივაგენი თვალები დამეთხარა ამიტომ ვაკეთებ ახალ თემას არ მინდა სხვებიც ჩემ დღეში ჩავარდნენ.. (თუ მოდერი არ მეთანხმება შეუძლია შეუერთოს რა თქმა უნდა ისევ იმ ძველ თემას)
მოკლედ წინასწარ დავწერ, რომ იმ აღნიშნული პრობლემებიდან რომელიც შეგვექმნა ყველა იმ ადამიანს ვინც ვაყენებდით ვინდოუსს ზემოთ აღნიშნულ კომპზე გამოსავალი არის აი ეს ლინკი
http://eee-pc.ru/wiki/софт:usb_multiboot რომელიც ერთ-ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა დადო წინა თემაში
ასევე წინასწარ ვიტყვი, რომ გამოსავლისთვის ჯადოსნური კლავიშია Esc-ი...
მე პირადად აი ეს
http://allshares.ge/download.php?id=D1B79CBC25 ჩვეულებრივი არაკასტრირებული ვინდოუსი დავაყენე და მუშაობს იდეალურად შეგიძლიათ თქვენც გადმოწერეოთ ჩაწეროთ დისკზე ან დაემონტულსით დაანახოთ კომპიუტერს და მიუთითოთ ჩამტვირთავი ფლეშკის გამომცხობელ პროგრამას როდესაც მოგთხოვთ ვინდოუსის ფაილებს...
სანამ ზემოთ მოცემულ ლინკზე გადახვალთ გადმოწერეთ აი ეს ფაილი და გამოაარქივეთ დესკტოპზე...
http://allshares.ge/download.php?id=2B2E5FEE12რუსული საიტის ლინკზე გადასვლის შემდეგ ნუღარაფერს გადმოწერთ მიყევით ინსტრუქციას "მეორე" სურათიდან და გააკეთეთ საინსტალაციო ვინდოუსის ჩამტვირთავი ფლეშკა...ამის შემდეგ თქვენ Eee PC-ზე შედიხართ ბიოსში (ეს არის საჭირო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ან ვინმე საერთოდ შევიდა მანამდე ბიოსში და რამე შეცვალა) და აყენებთ პარამეტრებს დიფაულთზე არავითარი Fირსთ ბუუთ დევაისი არ დააყენოთ თქვენ თვითონ.....
...ამის შემდეგ გამორთავთ Eee PC-ს და შეუერთებთ ჩამტვირთავ ფლეშკას...რთავთ Eee PC-ს და მაშინათვე აწვებით კლავიშ Esc-ს იქამდე სანამ არ გამოვა ჩამტვირთავი დევაისის არჩევის ფანჯარა...აქ მიუთითეთ ჩამტვირთავი ფლეშკა და ენტერი...

შემდეგ ელოდებით სანამ პატარა მენიუსავით რაღაც არ გამოჩნდება (რუსულ ლინკზე სურათიც დევს მაგის) იქ ირჩევთ ტექსტ მოდეს..
....შემდეგ თქვენთვის ნაცნობი ფანჯარა გამოჩნდება...როდესაც მიხვალით დისკის დაფორმატებამდე ყველა არსებული დისკი წაშალეთ გარდა ფლეშკისა რა თქმა უნდა და აქციეთ ერთ C: დისკად...მიეცით ფორმატირება ნტფს-ით..ამის შემდეგ დაიწყბა ფაილების კოპირება და დარესტარტდება რესტარტის შემდეგ თუ ამოაგდო ერორი და არ გაგრძელდა ინსტალაცია უნდა გამოვრთოთ კომპი...ჩართვის შემდეგ ისევ ვიყენებთ Esc კლავიშს ვუთითებთ ჩამტვირთავ ფანჯარაში ფლეშკას და მენიუს გამოსვლის შემდეგ ამ ჯერად ინსტალაციას ვაგრძელებთ GUI მოდეთი ანუ მეორე ველით...ამის შემდეგ დაყენდება ვინდოუსი თქვენი ჩარევის გარეშე (ჩემთან არაფერი მოუთხოვია) რესტარტის შემდეგ თუ კვლავ ერორი ამოაგდო ისევ ისე ვიქცევით როგორც ზემოთ დავწერე ანუ Esc-ის გამოყენებით კვლავ ფლეშკას უთითებთ და გამოტანილ მენიუში აღარაფერს აღარ ვაკეთებთ დაველოდებით სანამ ავტომატურად არ გაგრძელდება ინსტალაციის დასრულება ანუ დესკტოპის და სხვადასხვა უსერ სეტინგების დაკონფიგურირება რაც რა თქმა უნდა ავტომატურად ხდება....
სანამ დესკტოპი არ გამოჩნდება იქამდე ფლეშკა უნდა იყოს შეერთებული აუცილებლად...
ინსტალაციის დასრულების შემდეგ საჭიროა ვინდოუსის დაპატარავება და არასაჭირო ფუნქციების გამორთვა...რუსულ ლინკზე ბოლოდან მეოთხე სურათზე ტექსტური დოკუმენტი რომ არის გამოსახული პირადად მე ეგ ოპერაცია არ ჩამიტარებია...ხოლო ბოლოს სამ სურათზე რაც არის გაკეთებული თქვენც გირჩევთ რომ შეასრულოთ

ასევე აქვე დავდებ ლინკს სადაც დევს პდფ
http://allshares.ge/download.php?id=AE4E0CD929 ფაილი და სადაც აღწერილია Eee PC-ზე ვინდოუსის კონფიგურაციის ძალიან კარგი მეთოდი. რომელიც მე-10 გვერდიდან იწყება..
კონფიგურაციის შემდეგ ან სულაც მანამდე საჭიროა ამ
http://allshares.ge/download.php?id=A940A01526 დრივერების დაყენება მე პირადად მაგ დრაივერებიდან ყველა დავაყენე გარდა (Camera; Touchpad; Modem) და მუშაობს იდეალურად..ერთი პატარა შენიშვნა...შეიძლება ვერ დაინახოს Ethernet Controller-ი ამიტომ თქვენ თვითონ მისცემთ მოძებნას და მიუთითებთ ამ მისამართზე WLAN\Azurewave-ში ndis5-ებიდან რომელიმეს

ეს დრაივერები ვიცი რო აუცილებლად გამოდგება Eee PC 2 გიგაბაიტიანზე სხვებზე გარანტიას ვერ მოგცემთ
დიდი მადლობა ინფოს მოწოდებისთვის
/MANAXH/ASUS Eee PC ვარგაა რამედ? ჩემ და აძლევენ სკოლაში, მე მგონი სიდი რუმი ამას არ აქვს რავიცი, და საერთოდ რამეს გაუშვებს?
This post has been edited by MANAXH on 2 Sep 2009, 13:24