მ ო გ ე ს ა ლ მ ე ბ ით ყ ვ ე ლ ა ს ! ! !ბევრი ვეძებე თუ ცოტა ერთი კაი თემა ვერ ვიპოვე კაზაკებზე, რომელშიც იქნებოდა მცირედი ინფორმაცია მაინც თუ რა და როგორ...
საკმაოდ ძველი თამაშია, არც გრაფიკით გამოირჩევა და არც განსაკუთრებული აზრიანობით, მაგრამ უბრალო სტრატეგიაა რომელიც ალბათ ყველას ძალიან გვიყვარს. მე პირადად ორი დღეა ისევ გადმოვწერე და ვეღარ ვცილდები

დავუბრუნდეთ ისევ თემის შინაარსს. ამ თემაში იდეაში უნდა დაიდოს თამაშში თუ როგორი სტრატეგიები გამოგვადგება, რომელი ნაცია სჯობს, რა setting-ებზე როგორ ჯობია გავნვითარდეთ და ა.შ.
ხო ესეიგი პირველ რიგში ვიწერთ თამაშს:
http://avoe.ge/games/one.php?mid=310, ჩვეულებრივად ამორარეთ და დაინსტალირებაც არ ჭირია
მარტო მე ვერაფერს ვერ გავწვდები სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ამიტომ თუ ვინმეს რამე გამოცდილება გაქვთ და გითამაშიათ ან თამაშობთ საკმაოდ კარგად გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი...
დავიწყებ მე, ბოლოს და ბოლოს ავტორი ვარ თემის და იმედი მაქვს
ვინმე მაინც ამყვება.
თამაშში რესურსების რაოდენობა განსაზღვრავს თამაშის განვითარებას ძირითადად, ჩემი აზრით ყველაზე აზრიანია თამაში 1000 რესურსით, მილიონი რესურსით უკვე სპრინტს გავს, ანუ ვინც მალე გამოყრის მეტ ჯარს ის მოიგებს. მოდით მე განვიხილავ პირველ შემთხვევას 1000 რესურსი ყველა.
ვირჩევთ ნაციას: პირადად მე ყველაზე ხშირად ვთამაშობ ან ალჟირით, ან პოლონეთით, ანდაც თურქეთით, ჩემი რჩევა იქნება პირველი ორიდან ამოარჩიოთ ნაცია, მაგრამ სხვა ნაციებიც არ ჩამორჩებიან

თამაშის დაწყებისას გვყავს მარტო 18 მუშა. ყველას ვუშვებთ წისქვილის ასაშენებლად, პახოდუ shift-ით ხეებსა და ქვებთან ახლოს ვდგავთ town hall-ს, როგორც კი აშენდება წისქვილი ყველა გადმოერთვება მთავარ სახლზე, ეხლა 4-4 კაცს ავირჩევთ და ვუშვებთ ხეზე და ქვაზე, ანუ 4-ხე და 4-ქვა. დანარჩენები ასრულებენ სახლის მშენებლობას და ეგრევე ვაშენებთ კუზნიცას, მერე რესურსებთან ვდგავთ საწყობს რომ მუშებმა ბევრი არ იარონ და დრო არ დაკარგონ

შემდეგ მოდის ყაზარმა და ბაზარი. ამ დროს უკვე ჯეჯილი ხორბლად გადაიქცევა

და დარჩენილ 10 მუშას ვუშვებთ ხორბალზე. მალევე შემოგვდის ხორბალი და ეგრევე ვყრით town hall-იდან 5 დამატებით მუშას, ვანაწილებთ ესე: 1-ხეზე, 1-ქვაზე, 2-ხორბალი და 1 კიდე ოქროს შახტა. ამასობაში კიდე 5 კაცი უნდა გამოვიყვანოთ, ნელ-ნელა ვზრდით რაოდენობას ხორბალზე 15-მდე, 5 კაცს ვუშვებთ შახტაში და პახოდუ 7-7 კაცი მუშაობს ხესა და ქვაზე. ამასობაში ვდგავთ რკინის შახტას და გამოგვყავს საწყისი 10 იუნიტი, ნელ-ნელა ვზრდით ჯარს და აგვყავს 25-მდე, ამ დროისთვის უნდა ჩავდგათ აკადემია რომ 36 ჯარისკაცი ოფიცერით და ბარაბანშიკით შევკრათ.
to be continued... (ძაან მეძინება და...

)