მოგეხსენებათ - რუთაველზე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს სონის მაღაზია-
რომ გაიხსნა - გამიხარდა - ძნელია თბილისში იყიდო კარგი ფირმის პროდუქცია -( მით უმეტეს რამდენიმე წლის წინ ეს დიდი პრობლემა იყო)
ჰოდა მეც ვიფიქრე - ჯობია ზედმეტი გადავიხადო და კარგი ხარისხის ელექტროსაქონელი ვიყიდო თქო.
ჩემი ურთიერთობა სონისთან დაიწყო მაგნიტოფონის ყიდვით...
ნელ ნელა შევაგროვე ფული - ერთი 100 ლარი ვისესხე
და 360 ლარად ვიყიდე ორკასეტიანი.
ესო მაღალი დონის მაგნიტოფონიაო --- შეაქეს მაღაზიაში -
ვიკითხე სადაა აწყობილი თქო -
და ევროპაშიო!
მეც გახარებულმა წამოვიღე სახლში...
პირველი გაოცება - მაშინ იყო, როცა მაგნიტოფონის ინსტრუქციაში წავიკითხე -
made in china -
ანუ ჩინეთში ყოფილა აწყობილი...
არ ვიცოდი ჩინეთი თუ ევროპა იყო...
მეორე დღეს მივედი და ვუთხარი ეს რაა მეთქი - თქვენ არ მითხარით ევროპაშია აწყობილიო?
ვერაფერი მითხრეს-
მაგრამ ჩაიარა - ნუუ ვიფიქრე - მაინც სონია თქო....
მეორეჯერ გამიკვირდა - როცა 1 კვირაში იგივე მაგნიტოფონი იგივე მაღაზიაში 260 ლარად ჩამოაფასეს -
ანუ ჩემი ნასესხი 100 ლარი ფაქტიურად ტყუილა გადავიხადე...
რამდენიმე წელიწადში სიდის წამკითხველი თვალი დაჯდა-
წავიღე ხელოსანთან - სონის სახელოსნოში - წერეთლის 75-ში
ერთი 70 ლარი დამიჯდა...
ხელოსანმა მითხრა - დინამიკები ჩახეულიაო და გამოსაცვლელიაო..
და სონისგან რომ გამოვიწეროთ ყველა დეტალი ერთი 200 ლარი დაგიჯდებაო
რაიო?
კიდევ ერთხელ გამიკვირდა სონის ხარისხის...
მერე გავიდა დრო - და გადავწვყვიტე ნაუშნიკები მეყიდა 30 ლარად -
მართლა კარგად ისმის სონის ნაუშნიკებში -
მაგრამ რაოდენი იყო ჩემი კიდევ ერთხელ გაკვირვება - როცა 1 თვეში მარჯვენა საყურეში შიშხინი დაიწყო..
მივიტანე - ჩვენო დაბალი ხარისხის საქონელზე გარანტიას არ ვიძლევითო...
მერე ვიფიქრე ალბათ ბავშვმა ითამაშა მეთქი და გააფუჭა -
რა შუაშია სონი
ეს ხომ ხარისხია თქო!
ხოდა მეორეჯერ ვიყიდე ნაუშნიკები 30 ლარად..
1-2 თვეში იმანაც რაცხა შიშხინი დაიწყო...
მერე კი ჩავფიქრდი...
და კიდევ ერთხელ გამიკვირდა...
ტელევიზორიც ვიყიდე.
თუმცა მის წინააღმდეგი არაფერ მაქვს - კარგი ხარისხისაა..
ჰოდა მომიბრუნდა გული -
და 2 კვირის წინ ფოტოაპარატის დამტენი ელემენტები ვიყიდე - 32 ლარად...
და კიდევ ერთხელ გამიკვირდა -
უფრო სწორედ გავბრაზდი -
როცა
უხარისხო გამოდგა და რამდენიმე საათში დაჯდა.
უკან რომ მივიტანე - გავსინჯეთო - კარგიაო -
თანაც დაბალი ფასის საქონელზე გარანტიას არ ვიძლევითო..
წავიღე ექსკურსიაზე და ნახევარი დღეც ვერ იმუშავა..
მოკლედ რისი თქმა მინდა -
ესაა ნაქები სონის ხარისხი???