მოდი აქ ყველა ჩვენი სააგენტოს თანამშრომლებმა,თუ რა თქმა უნდა ხართ აქ ასეთი და ძალიან გამიხარდება თუ სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს გავიცნობ,დავწეროთ ჩვენთან სამსახურებში მომხდარი კურიოზები,რაც ნამდვილად ვიცი რო ბევრია
პირველი მე ვიქნები და მოვყვები ბევრი კურიოზიდან ერთ-ერთს.
ერთ მშვენიერ დღეს მომაკითხა ერთმა მოქალაქემ დაახლოებით 60 წლის მამაკაცმა და როგორც გავარკვიე არანაირი საბუთი არ ჰქონდა,არც პირადობა,არც დაბადების მოწმობა,არც ძველი ნიმუშის სსრკ-პასპორტი და გავგზავნე ჯერ დაბადების მოწმობის აღსადგენად,გავიდა 2კვირა და მოვიდა,მერე ავუხსენი რო სჭირდება მოქალაქეობის დადგენა და ვუშვებ იუსტიციაში,ნუ ეს რო ვუთხარი სულ გადაირია,მომიტრიალდა და მეუბნება: არ მინდა მე შენი საქართველოს მოქალაქეობა,დავაი მომეცი ლუბოი ქვეყნის მოქალაქეობა და შენც დაგასვენებ და მეც დავისვენებო

ნუ ამის თქმა იყო და მთელი სამსახური მაშაყირებდა,ხან რომელი ქვეყნის და ხან რომელი ქვეყნის მოქალაქეობას მთხოვდნენ,თითქოს მე ვყოფილიყავი მოქალაქეობის დამრიგებელი
ეხლა თქვენი რიგია
This post has been edited by mxiaruli gogona on 12 May 2008, 02:14