ვიყენებ ინტერნეტ ექსპლორერს. რაც ვინდოუსი გადავაყენე მას შემდეგ ექსპლორერის გვერდი მაქვს Home Page-ად. გოგლი მინდა. ადრე გოგლს სერჩის ქვემოთ ლინკი ჰქონდა, რომელზე დაწკაპუნებითაც ავტომატურად ყენდებოდა, მაგრამ ახლა ის ლინკი აღარ ჩანს. ჩვეულებრივ ინსტრუქციას (Tools -> Internet options -> General) რომ მივყვები, მაინც არ კეთდება, უფრო სწორად, ნაწილობრივ კეთდება (სახლს უნდა დავაწკაპუნო, რომ გადამიყვანოს). მომბეზრდა "ჩერეზ სახლით" გუგვლა. ვინმემ არ იცით რა უნდა ვქნა?