
ბევრი Reiza-ს მოყვარული ელოდებოდა იმის გარკვევას თუ რა გაგრძელება მოყვებოდა პოპულარულ Automobilista-ს სარბოლო სიმულატორს. რამოდენიმე დღის წინ კი ეს ლოდინი დასრულდა.
Reiza Studios ამაყად აცხადებს საკუთარ ახალ სარბოლო სიმულატორს სახელწოდებით - Automobilista 2, რომლის გამოსვლაც დაანონსდა 2019 წლის დეკემბერში. Automobilista 2 კიდევ ერთხელ ყურადღებას გაამახვილებს ბრაზილიურ მოტორსპორტის სცენაზე, სადაც შესული იქნება ყველა ბრაზილიური სარბოლო: სერია, გზები და ავტომობილის მწარმოებლები. როგორც მისი წინამორბედში, აგრეთვე Automobilista 2-შიც შესული იქნება უფრო მეტი საერთაშორისო კონტენტი.
ყველაზე დიდი სიურპრიზი არის სათამაშო ძრავის არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წევრი ვარაუდობდა Reiza Studios ძრავი იქნებოდა ISI gMotor2-ი (rFactor 2-ის სათამაშო ძრავი), მათი და Studio 397-ის ერთმანეთთან ახლო თანამშრომლობის გამო, მაგრამ ბრაზილიელმა დეველოპერმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.
Automobilista 2 მუშაობს Slightly Mad Studios MADNESS გრაფიკულ ძრავზე, რომელიც გამოიყენება Project CARS 2-ში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გასაოცარი ვიზუალის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ ისეთ განვითარებულ ფუნქციებს, როგორიცაა დღე ღამის გადასვლები, დინამიური ამინდი, მოწინავე ფიზიკა, დირექტორ / მაუწყებლის ფუნქცია და გამორჩეული ვირტუალური რეალობის (VR) მხარდაჭერა.
თუ ზემოთ ჩამოთვლის გავაერთიანებთ ავტომობილის ფიზიკასთან და Force Feedback-თან ერთად, რასაც გვთავაზობს Reiza Studios დეველოპერების გუნდი, ჩვენ დასასრულისვის მივიღებთ გასაოცარ სარბოლო სიმულატორს. სულმოუთმენლად ველოდებით AMS 2-ის გამოსვლას !
This post has been edited by sti228 on 26 May 2019, 11:28