#9713461 · 22 May 2008, 11:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო თანაფორუმელებო! დღეს ძალიან ცუდი ამბავი მოხდა - ჩვენი თანაფორმულები, MEXXX, Fantasy, HASAN_ და ***** ავარიაში მოყვნენ. MEXXX ადგილზე გარდაიცვალა მექსი დაიღუპა , Fantasy ყველაზე კარგადაა, ღმერთის წყალობით, ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი და მსუბუქი დაზიანებები. ძალიან ცუდად არის *****, მოტეხილი აქვს ფუძის ძვალი, აქვს შინაგანი სისხლდენა, ტვინის დაზიანება, გემატომა თავში და ა.შ.
მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ეხლა რეანიმაციაშია. კომაშია და არავინ არ იცის, გადარჩება თუ არა.
გადავწყვიტეთ, შევაგროვოთ ფული და მის ოჯახს გადავცეთ.
ვიკრიბებით დღეს, 22 მაისს, საღამოს 6 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ცენტრალურ შესასვლელთან, ვაჟადან, შადრევანთან.
ვისთვისაც რამდენი იქნება შესაძლებელი, 5 ლარიც კი წაადგება გიორგის ოჯახს.
თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს!
შეიქმნა საიტი საიდანაც უცხოეთში მყოფებს შეგეძლებათ მობილით ანგარიშის გადმორიცხვა..
© Makulatura
This post has been edited by Kissie on 25 May 2008, 15:50
|