გეღირსათ ჭინკებო. აქ ვისაუბრებთ ჩვენი საყვარელი სკოლისა და ზოგადად სპოტსკოლის როგორც ცალკე მოვლენის შესახებ, გაგაცნობთ სამომავლო გეგმებს, დაეკონტაქტებით ერთმანეთს, დადებთ ვიდეოების და ფოტოების ლინკებს , მოგიყვებით ...................ჭინკებზე

დავლევთ და ვიბუინებთ

....... შემდეგ წერილში მოგიყვებით სკოლის ისტორიას დეტალურად ბევრმა არ იცით, და გაგაცნობთ უახლოეს გეგმებს........ გელოდებით ყველას მიწერეთ და დაუმესიჯეთ ამ თემის შესახებ არ ჩამოაქვეითოდ...... და მოდერს ვთხოვ კიდევ სანამ დახურავს მომწეროს და იმასაც დააკვირდეს რომ თემა არც სარეკლამოსა სახისაა, არც ჩეთია და მითუმეტეს არც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააგმდეგება, ეს არის თემა რომელიც შეეხება ქართულ სათხილამურო სკოლებს და მათ პრობლემებს.

დიდი მადლობა წინასწარ სუყველას
* * *
ეხლა კიდევ მოგიყვებით ჭინკების შექმნის ისტორიას ..............მდა ......
ზუსტად ოთხი წლის წინ მე _ შაკო აბრამიშვილი, ირაკლი მუმლაძე და ტატო ნადირაძე ავედით ჩვენს რამოდენიმე ძმაკაცთან ერთად გუდაურში ........ გელას სკოლა , "თავლა" უკვე დაკეტილი იყო გოგი ღვალაძემ გასაღები მისცა ტატოს და გავგაზეთ, იქ დატრიალდა ისტორიები ჭინკებზე, ღამე თეფშების მტვრევა, შუქის თვითონ გამორთვები, ბოილერის ზმუილი რომელიც მამალი ჭინკა გვეგონა და რამე.
არ ვიცი იყო თუ არა აიმ სახლში მართლა ჭინკა. მაგრამ მაშინ კი გამიჩნდა ტატო ნადირაძეზე ასოცია, როგორც ჭინკაზე, ისე შეგუებულად მშვიდად იყო გეგონებოდა ბავშვობიდან იცნობს იმენნ ამ ჭინკასო. ხოდა რომ შევხედავდი მაგის დაჭყეტილ თვალებს, მოპუსკნულ ცხვირს და რუჯით ( ანუ ზაგრით ) გამოკვეთილ სათვალის ფორმის სითეთრეს მორდაზე, ვფიქრობდი ჭინკა თუ არსებობს ესეთივე თქო.
გუდაურმა ისე დაგვაზამასკა, რომ შემდეგ წელსაც მოვინდომეთ წასვლა. მე ნანიკებში წავედი მარტო ერთი ზბორი. მაგრამ სხვებს მთელი ზამთარია თოვლი არ ენახათ.......... ზამასკა ზამასკაა მაგრამ ფული ფულია.... აი ეს ფული კოველთვის .............. გეგმებში მე და ირაკლი მუმლაძეს ....... არადა ტიპმა ზამასკის აკიდება იცის იმის დედა ვატირე ( ეს მეტნაკლებად კულტურული ენა მაიც საჭიროა თქვენი მშობლები რომ ნახავენ ...... მერე ბიზნესი რომ არ ჩამივარდეს

)
ხოდა ვიფიქრეთ და ვიფიქრეთ და უვრო სწორედ ვიფიქრე და მოვიფიქრე კოოპერაციული თანამშრომლობა დაგვეწყო გოგი ღვალაძესთან........ 10 კაცს წამოვიყვან 2 უფასოდ ...... ათი კაცი თუ ვერ შევკრიბეთ ეხლა კარინოი ტფილისლებმა .. ხოხ ... შეგვირცხვა ულვაში. დავადექით გზას ... ავედით ერთხელ, ორჯერ ( ოღონდ 3-4 დღე ) იმ 10 საც გაუსწორდა ჩვენ ორსაც ...... ბინა უფასო, სრიალი უფასო, ჭამა სმა უფასო, თხილამური უფასო ..... ლუდი, სიგარეტი (იკას მე არა ) და ტყლაპი ფასიანი ! ეეეეეეეეეეე
ეგრე აღარ მოგვეწონა ჯიბის ფული 0.00000000 ხოოოოოოოდა მადა ჭამაში მოდისო და : გოგი დააკელი რა დააკე;ლი! რა რაამბავია 25 ლარი,,,,, დააკელი! დააკლო და მოგვრჩა ჩვენც ცოტა.....
მერე გოგის აღარ ქონდა ადგილები და ნანემ პაატა კანკავას დამაკავშირა, რომელიც ჩვენს ძველ სკოლაში, "თავლაში" იყო გამაგრებული...... ორჯერ თუ სამჯერ იქაც ავედით მერე ისევ ერთხელ გოგისთან.......და აი პირველი სასტავიც გაიჩითა . იმათგან მარტო ლევანაღა შემორჩა მგონი დღეს.
შემდეგ წელს ტრენერობა მომინდა ხან ვის დაურეკე ხან ვის , არ გვინდაო .....ეე ეხლა ნანობენ უკვე

გადავწყვიტე ორგანიზებული ზბორები გამეკეთებინა ბაკურიანში, ჩემი საკუთარი დირექტორიც მე ვიქნებოდი, ტრენერიც და გამგეც თუ კაია. აქ თხილამურები ვერ ვიყიდე......... დიდხანს ვეძებე თხილამურები გერმანიაში, და ბოლოს ძლიივს ვიპოვე საკურორტო ქალაქ გარმიშში...... დაუკავშირდი ჩვენს მეგობარს საშას, ალექსანდრე რაუს, და მე და საშამ ოპერაცია ჩავატარათ იმის დე მე აქედან რუკით და გუგლეთი მარჯვნივ გაუხვიე მარცხნივ გამოუხვიე, ის იქედან აზრზე არაა თხილამურის ...... თან არ უნდა დაიწვას რომ აზრზე არაა რომ არ დააგოიმონ .... საბოლოოდ ფასიტს გაანახევრებინა მიუნხენშიც ჩაიტანა და ქართველ მანქანით მოვაჭრეებს მარშუტკაზე დაუდო.
პირველი ზბორი 27 დეკემბერს მაქვს მთელი 5 კაცი

და თხილამურებთან კავშირი თურქეთში გაწყდა....... 25 დეკემბერია და თხილამურები არ მაქვს .აუფ დაურეკე ჯამბულას და ბასტიში თუა ადგილი თკო.. კი კაცოო...... და 27 გავაქანე ესჩემი მთელი 5 კაცი ღვალაძეებთან... შევდივარ და " ვაა შაკო " მეუბნება ღვალიკა "აქ რა....................(პაუზა) .........გინდ.........(პაუზა)...................ა "
_ ჯამბულამ არ გითხრა _ რა? ხალხი მოვიყვანე . " ა ! ......................... და ადგილი არ გვაკვს"
აი იკ დამეცა დედამიწა თავის ზებრებიან აფრიკიან სპილოებიანა თავზე.
საბოლოოდ მე და გიორგამ რაგაც ოთახი გამოვათავისუფლედ ეს 5 კაცი დამტიეთ ისე რომ პრობლემა არც შეხებიათ და კმაკოფილება 100 ზე თუ არა 90 მაიც იყო.
მე ! მე კიდევ თოჯინების ოთახში მეძინა ცერად.
თხილამურებს ვერ ვპოულობ გავაფრინე უკვე ნათლიაჩემის ფული გადავყარე წყალში.
2 დეკემბერი მირეკავენ " გაუმარჯოს ძმა " მე ვარ გოჩა , შენი ლიძები ქე რომ წამოვარონიე მუნხენიდან "
აუუუუუუუუუფ ზებრებიც გაფრინდნენ და სპილოებიც .... მეც გავფრინდი სიხარულისგან
მაგრამ რა გიხარია წინ კიდევ 4 მძიმე დღეა განბაჟებისა და ჩემი ბიძაშვილის ბექას წვალებისა არ ეთქმის წამებისა.
საბაჟო მანქანის სივერაგე იმ მილიარდ ქვითარში ჩანდა ბექამ რომ გამომიგზავნა.
განაბაჟეს !!!!!!!
მანამდე კი გვალიკებს ზბორი 2 იანვარს დაუმთავრდათ და ბედობას ახალი სახლი დაებედად ჩემს მთელ 5 კაცს
მოეწონათ !!!!
რატომაც არა 15 ლარს ვიხდიდი კაცში და ისიც ახლობლობა ძმობაში.
დილით ბავშვებს ვასრიალებდი . მერე კიდე კროსებს ვარტყამდი სათხილამურო ბათინკებით ფეხზე და რესტორნის ცხელი კერძებით სავსე "კასტრულიათი" ხელში , ისე ავრბოდი ზედა პარკიზ გორაზე ბახჩალების სახლში რომ იკვე სამუდამოდ მიბმული კავკასიური ნაგაზი ყეფასაც კი ვერ მაწევდა.
დეკემბრის პირველი რიცხვები, დამირეკეს და ბავშვის ჩაწერა მოინდომეს , ჩაეზერნენ!!!! თან 11 ნი და 7 იანვრის ზბორი 20 კაცამდეც შეივსო.
ჩემი ნახვაც მოინდომეს რა თქმა უნდა.
მნახეს !!!!!!
სვანმა ძმაკაცებმა თავისი ოჯახების გამოშვება მოინდომეს .... 8 სვანი ბავშვი

ბესო ხარძიანის თამადობით ...... აი დაწყებაც მესმის
7 იანვარი დილის 9 საათი....... სვანები თბილისიდან გამოვიდნენ........ 10 ის ნახევარი ჩემს შერჩეულ სახლს ვესტუმრე,
გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ წყალი გაყინა და გათბობა გაფუჭდა , ეგ არაფერი
დედამიწა, აფრიკა ამერიკით, სპილოებით, ზებრებით, ჟირაფებით, თAვისუფლების ქანდაკებით და ოზი ოზბორნითაც თავზე ........... ვაი დედა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გაფატრული ვგდივარ ბაკურიანულაში, მესტიაში მონად მამუშავებენ, ML ზე ჩაბმულს მიმათრევენ კუკიის მიმართულებით.
ქენი შაკო რამე ქენი
" ამ გათბობას ........ ვერ გააკეთებ გაზაფხულამდე" - მუშა
ქენი შაკო რამე ქენი
ვქენი როგორ დღემდე არ ვიცი .......
ჩვენები რესტორანში დავსვი 2საათი......
სვანები სასეირნოდ გავიდნენ........ და შობა დღეს ბაკურიანში ცარიელი სახლი ვიპოვე ... ფანტასტიკა
ეკას ანუ სვანების ჯგუფი იქ დავაბინავე და მეორე ჯგუფს სხვა სახლში მოუნახე ადგი
ესე ჩავატარე ჩემი I ზბორი, მარტომ 20 ბავშთან ფოკუსების ტარებაში რომ დისკომფორტი არ ეგრძნოთ, მაგრამ არ გამოვიდა
უკმაყოფილოები წავიტნენ ......ესე მეგონა წლევანდლამდე სანამ ყველა უკან არ მომადგა და ეხლა აღმოვაჩინე კმაყოფილება 100 ზე ყოფილა ......... ეს პირველი ზბორელები იყვნენ ალექსა ჯორჯაძე, ბესო ხარძიანი , ქეთი ხარძიანი და სხვები დანი და ძმანნი მათნი. ამას მოყვა ჯამბულას ნაჩუქარი ქართული სასწავლებლის (ფისოს სკოლა) ერთი ზბორი თებერვალში და ერთი ზბორიც გუდაურში , მარტში ლევანას და ბესოს და მისთანების მონაწილეობით.
ვწევარ ერთ დღეს ბედნიერი და ვთვლემ ( ანუ კი არ მძინავს .... ძილ ღვიძილში ვარ ) დამესიზმრა რატომ არ ვიცი და ტატო ნადირაძე, ამოტივტივდა ის ძველი ასოციაცია ჭინკასთან, მერე ყველა იმ ბავშვის სახე და ზნე ბუნება გამახსენდა ვინც კი იმ ზამთარს მყავდა და მივხვდი ეს მოუსვენარი, დამღლელი, აუტანელი, შემაწუხებელი და ამავ დროულად უსაყვარლესი არსებები სხვა არაფერი არიან თუ არა "ჭინკები".
* * *
მერე ეს ლოგო შევქმენი და ასე ჩამოვაყალიბე სათხილამურო სკოლა "ჭინკები", რატომ მზე ?! არ ვიცი.
წელს უკვე 116 ბავშვი და 12 მშობელი მყავდა ......... მომავალ წელს კიდევ გავმრავლდებით და ..............................კიდევ უფრო ....