განათლებულები ხომ, ნუ იტყვი და, სამსახურს შოულობენ.
ათჯერ მაინც მაქვს დაწერილი აქ, როგორ ვერ მოახერხა ჩემი მეგობარმა საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება, ბარე უკვე ათი წელია. არადა, ყველა გამოცდა აქვს წარმატებით ჩაბარებული, რაც პედაგოგებს ეკუთვნით - პროფესიულიც, ინგლისურიც და კომპიუტერიც.
თან, იმ ორ საგანში, რომელშიც ყველაზე დიდი პროცენტით იჭრებიან პედაგოდები.
მოკლედ, ჩაჭრილ მასწავლებელს სკოლიდან არვინ უშვებს და სერთიფიცირებულს სკოლაში არვინ უშვებს.
ამას წინათ პატარა ბავშვს უთხრეს ფრაზა, ისწავლე, მომავალი კარგი რომ გქონდესო და გამეცინა, მაშინვე ის ჩემი მეგობარი გამახსენდა, თავისი სკოლის ოქროს მედლით, წითელი დიპლომითა, სერთიფიკატებით და ჩამოძონძილი ტანსაცმლით.
ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, მითქვია მე და თუ გინდათ, ნურც დამიჯერებთ.
აქ მთავარია ნათესაობა, მეგობრობა, პროტექციონიზმი.
განათლება რას გაგიკეთებს?
ანდა, ჩემ მეორე მეგობარს, ლინგვისტიკა წარმატებით რომ არ დაემთავრებინა, თავისუფლად რომ არ ეჭიკჭიკა რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად, ისე ვერ ჩამოდგებოდა ელიავაზე ელექტრიკად.
This post has been edited by eeelllooo on 6 Nov 2016, 08:17