დასახელება: The Box / ყუთი
წელი: 2009
რეჟისორი: რიჩარდ კელი როლებში: ჯეიმს პოლ მარსდენი, ქემერონ დიაზი, ფრენკ ლანგელა, სელია ვესთონი, ჯეიმს რებჰორნი, ჯილიან ჯეიკობსი, მაიქლ ზეგენი
ჟანრი: დრამა, მისტიკა, ტრილერი, ფანტასტიკა
მოკლე აღწერა:ახალგაზრდა წყვილი, არტური და ნორა ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდის. ყველაფერთან ერთად მათი ოჯახი გაშორების ზღვარზეა. მოულოდნელად ისინი ღილაკიანი კოლოფის ბედნიერი მფლობელები ხდებიან. ღილაკის დაჭერის შემთხვევაში ისინი 1 მილიონი დოლარის მფლობელები გახდებიან. მაგრამ ერთი საშინელი რამ არის - ღილაკზე ხელის დაჭერით, სადღაც, მათთვის უცნობი ადამიანი მოკვდება.
რავი მოვძებნე და ფორუმზე ვერ ვნახე ამ ფილმის თემა, ამიტომაც გავხსენი. რეჟისორმა რიჩარდ კელიმ რომელმაც ფართო საზოგადოების გაოცება უკვე შეძლო მისი მისტიური დონი დარკოს საშუალებით, ისევ გვთავაზობს ძალიან დაძაბულ მისტიურ დრამას რომელიც ყოველ თქვენგანს გაგაოცებთ

მე პირადად მომეწონა, თქვენ რას იტყვით ამ ფილმის შესახებ?
გადმოწერეთ ფილმი ყუთი ქართულ ენაზე