კომპიურერისადმი დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვით დღითიდღე იზრდება კატასტროფული სიჩქარით.
ამ დაავადებამ (ან რაც გინდათ ის უწოდეთ) არ იცის ასაკი!
მე მინახავს 12 წლის ვაბშვები რომლებიც ეზოში ჩხუბობდნენ და კინაღამ დაასახიჩრეს ერთმანეთი იმის გულისთვის, რომ ერთმა მეორეს რაღაც ნივთი წაართვა რომელიღა Online თამაშში.
მე მინახავს 30 წელს გადაცილებული მამაკაცები რომლებიც სიზმარში ბოდავდნენ... და ასეთ სიტყვებს გაიძახდნენ:
-დააბი
-ესროლი
-მოკალი
-მაგია გაუკეთე
და ა.შ
ასევე მე მინახეა ზრდასრული ადამიანები რომლებსაც ინტერნეტის, კერძოდ სხვადასხვა მესენჯერების და ჩათების გულისთვის დაენგრათ ოჯახები.
მეც ვიყავი "ჩათრეული" ამ "ჭაობში" რაღაც დროის მანძლილზე, მაგრამ დრო რომ გავიდა ინტერესი დამეკარგა და ეხლა რომ ვიხსენებ იმ დროს გულახდილად გითხრათ ვნანობ რომ ბევრი ლამაზი და მზიანი დღე ”მავმაზე” იმის მაგო რომ ვიჯექი კომპიუტერთან.

იმასაც ვფიქრობ ასე რომ გამეგრძელებინა როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება?!
პასუხი ერთია...
-არანაირად!
მთავარი უბედურებაც იმაშია, რომ ყველას არ უკვდება ეს ინტერესი... და ამასობაში ირყევა ფსიქიკა, ინგრევა ოჯახები....
მოდით ამ თემაში განვიხილოთ კერძო და ზოგადი შემთხვევები.
გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.
და ვურჩიოთ თუ როგორ დააღწიონ თავი ამ ”დააავადებას”.
ასე ვე საინტერესო იქნება პროფესიანალი ფსიქოლოგების აზრის მოსსმება ამ საკითხთან დაკავაშირებით

მინდა შემოგთავაზოთ ერთი პარატა სტატია.
დამოკიდებულების სიმპტომებიშეუძლია თუ არა კომპიუტერს გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება? ცალსახად, კი. მაგრამ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები დღემდე დაობენ თუ,
როგორი ადამიანები ჩათვალონ დამოკიდებულებად და როგორები - არა. თუ ავიღებთ კომპიუტერთან გატარებული დროის კრიტერიუმით, მაშინ
ყველა პროგრამისტი, მცირე გამონაკლისების გარდა შეიძლება ჩაითვალოს დამოკიდებულ ადამიანად. მაგრამ ამას რეალობად ვერ ჩავთვლით. ნამდვილად
დამოკიდებული ადამიანების განცხვავებით პროგრამისტებს არ აქვს პათოლოგიური სწრაფვა იმისადმი, რომ სულ იმუშაონ კომპიუტერთან. უბრალოდ
სამსახურეობრივი მოვალეობა აიძულებთ მათ დიდი დრო გაატარონ კპმპიუტერთან... ამიტომ ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპიუტერისადმი დამოკიდებული ადამიანი - პირველ რიგში არის ის ვინც კომპიუტერთან ატარებს ზედმეტად დიდ ხანს და არა სამუშაოსთვის. და ის შეგნებულად (არა შეუგნებლად) აყენებს ზიანს თავის ჯამრთელობას.
ფსიქოლოგები გამოყოფენ შემდეგ სიმპთომებს კომპიუტერისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების:
-კარგი განწყობა ან ეიფორია კომპიუტერთან ჯდომის დროს.
-გაღიზიანება, კომპიუტერისგან აუცილებელი მოწყვეტის დროს.
-დროის აღქმის დაკარგვა + კომპიუტერთან ჯდომის სეანსის დაგეგმილი შეწყვეტის უძლურობა.
-ფინანსების უაზრო გაფლანგვა ყოველთვიურად/ყოველკვირეულად კომპიუტერული ნაწილების განახლებაზე.
-საოჯახო საქმეების, სამსახურეობრივი დავალებების, სწავლის, შეხვედრების და შეპირებების დავიწყება კომპიუტერზე თამაშის დროს.
-ჯამრთელობის, ჰიგიენის და ძილის ხელყოფა კომპიუტერთან გატარებულის დროის გახანგძლივების სასარგებლოდ.
-ადამიანს ურჩევნია ჭამოს მონიტორთან.
-საზოგადოებაში გასვლისას სალაპარაკო თებების ნაკლებობა. ანუ სურვილი ლაპარაკისა მხოლოდ კომპიუტერზე, კომპიუტერზე და კიდევ ერთხელ კომპიუტერზე.
კომპიუტერის მეშვეობით ზედმეტმა* გართობამ შეიძლება იქონიოს უკუშედეგი, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ჯამრთელობაზე.
მრავალსაათიანმა შეუწყვეტელმა მონიტორთან ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება, თავის ტკივილები, დაღლილობა, უძილობა. ამის გარდა დიდი დროის გატარება მჯდომარე მდგომარეობაში ახდენს დიდ დატვირთვას ხერხემალზე, რაც იწვევს ტკივილებს ზურგის არეში და ხერხემლის გამრუდებას.
კიდევ ერთი დაავადება თანამედროვე მომხმარებლების არის - ტუნელური სინდრომი. ეს არის დარღცევა, რომელიც გამოისახება ხელების ტკივილით და რაც გამოწვეული კლავიატურის და თაგვის მოუხერხებელი განლაგებით.
ექიმები ემორის უნივერსიტეტიდან (ამერიკა, ფლორიდის შტატი) განახორციელეს სპეციალური დაკვირვება. ისენი აკვირდებოდნენ 632 ადამიანს, რომლებიც ატარებდნენ კომპიუტერთან კვირაში 15 საათს და მეტს. შედეგი იყო არც თუ ისე კარგი. ამ ადამიანების 40% აწუხებდათ გაურკვეველი უსიამოვნო შეგრძნებები (სიმართლე გითხრათ ვერგავიგე რა იგულსხმება), ხოლო 21% აღმოაჩნდათ მართალია მცირე, მაგრამ მაინც ჯამრთელობისთვის საზიანო დავადებები. ამასთან გმოკვლეული ქალები აღმოჩნდნენ უფრო მეტად დაავადებულები ვიდრე მამაკაცები. ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანებს, რომლებიც კრეფენ კლავიატურაზე კვირაში 20 საათზე მეტს ამ დაავადებების გაჩენის შანსი უორმაგდებათ.
თავისმხრივ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნააკლებად შესამჩნევია ადამიანისთვის. ის ვერ კი ამჩნევს რამდენად ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან, როგორ გაომეყოფა მეგობრებს, ავიწყდება რომ ჭამოს... ფსიქოლოგების აზრით, როგორც წესი კომპიუტეროლი დამოკიდებულებით ავადდებიან ადამიანები რომლებიც არ არიან დარწმუნებულები თავის თავში, ადამიანები რომლებსაც უჭირთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, თავმდაბალი ადამიანები, ასევე სხვა კომპექსების მქონე ან ბუნებით მორცხვია დამიანები.
კომპიუტერი (პირველ რიგში ინტერნეტი და თამაშები) აძლევთ მათ შესაძლებლობას გაექცნენ რეალობას, მოახდინონ თავიანთი სურვილების რეალიზაცია, იგრძნონ თავი ძლიერად, შეიარაღებულად, განიცადონ ახალი ემოციები.
ვირტუალურ სამყაროში ადვილად შეიძლება შეიცვალოთ ასაკი, სქესი, სახელი, გარეგნობა და ბიოგრაფია. თავისი მდგომარეობის გაუარესებით, ადამიანი იწყებს სულ უფრო და უფრო მეტი დროის გატრებას კოპმპიუტერთან, თამეშების თამაშით და ჩატებში ურთიერთობით. იშვიათ შემთხვევებში ადამიანს შეუძლია აურიოს ერთმანეთში რეალობა და ვირტუალი. მან შეიძლება დაიყწოს მოქმედება და აზროვნება აზლებურად, იგი შეიძლება გახდეს აგრესიული, ძალადობისკენ გადახრილი.
განსაკუთრებით ექვემდეარებიან ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას მოზარდები. ისენი უფრო მალე ადაპტირდებიან სამყაროსთან, ახალ სამყაროსთან, კომპიტერულ სამყაროსთან... ხაზგასმით იქმის რომ, ბავშვები, რომლებიც ატარებენ კომპიუტერთან ზედმეტად დიდ დროს, აღარ ფანტაზიორობენ, ხდებიან უუნაროები შეიქმნან საკუთარი ვიზუალური ობრაზები* (დამავიწყდა ეს სიტყვა), მათ აღენიშნებათ ემოციონალური განუვითარებლობა, უპასუხისმგებლობა, უქვეითდებათ ზოგიერთი მეხსიერების ეფექტურობა. (ეტყობა მეხსიერება ბევრნაირია...

რავიცი მე არ გამიგია... )
ცალცალკე განასხვავაბენ ქსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ინტერნეტთან (сетеголизм) და კომპიუტერულ თამაშებთან (кибераддикция).
თითოეულ მათგანს აქვს თავისი მიზეზები და შედეგები და ასევე თავისი ასაკობრივი ჯგუფები.
თამაშებით, როგორც წესი, ერთობიან ახალგაზრდები 10-18 წლამდე. сетеголики (ანუ ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანები) არ თუ ისე იშვიათად არიან უფოსი თაობების წარმომადგენლები. მაგალითად, ცოტახნის წინ ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ უმეტეს დროს ინტერნეტში ატარებენ პენსიონერები და დიასახლისები და არა სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. (ნუ ამერიკა მაინც სულ სხვაა..

ჩვენ ჯერ მთლა მაგ დონეზე ვერ გავითარდით

)
Сетеголизм (ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ინტერნეტთან მე პირობითად დავარქმევ ”ქსელისმანია”-ს)ქსელისმანია-ს უწოდებენ ადამიანების ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ინტერნეტთან. მათთვის აუცილებელია ქსელში ხშირად ყოფნა, მათ თავისუფლად შეუძლიათ დახარჯო 12-14 საათი დღეში იმაში, რომ შეუწყვეტლივ იწერონ სიმღერები, პროგრამები, იურთიერთონ ჩატებსა და ფორუმებში. ისენი შეუწყვეტლის ისწრაფიან ახალი ვირტულური ნაცნობობისკენ, იმას კი არ ცდილობენ რომ ეს გადაიტანონ რეალში. Sunday Times-ის მონაცემებით 10 მილიონამდე ადამიანი შედის Kazaa-ს მუსიკალურ ვებ გვერდზე და კვირაში 30 საათამდე არიან დაკავებულები პოპულარული სიმღერების ჩამოტვირთვით. პრინციპში, ყველა მათგანს შეიძლება ეწოდოს დამოკიდებული.
ქსელისმანიით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ თვითიზოლაცია, შინაგანი ორიენტირების დაკარგვა, გაუწონასწორებლობა, დაბნეულობა, მეთხუმობა, მიფურთებითი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ და რაღათმაუნდა *დიდი დანახარჯები პროვაიდერის მომსახურების ასანაზღაურებლად. (*ეს ბოლო ჩვენ არ გვაწუხებს

ტრაფიკზეა აქ ლაპარაკი)
სტატისტიკის მიხედვით, 3-5% ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რიცხვიდან არიან ქსელომანები. ძირითად ესენი არიან ახალბედები, რომელბმაც სულ ცოტახნის წინ დაიყენეს ინტერნეტი და ისენი მიისწრაფიან პრაქტიკულად გადასინჯონ ყველა ინტერნეტის რესურსი. დროთა განმავლობაში ასეთი მომხმარებლები ნელ-ნელა კარგავენ ინტერესს ინტერნეტისადმი და ატარებენ უფრო ნაკლებ დროს მასში. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარება გადაიზრდება დამოკიდებულებაში, რამაც შეიძლება მიიყვანოს არასასიამოვნო შედეგებამდე. მაგალითად, ამერიკაში კომპიუტერი და ინტერნეტი სულ უფრო ხშირად ხდება განქორწინების მიზეზი. და რაც უფრო საინტერესოა, ასევე ამერიკის სტატისკიკაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ განქორწინებების 68% იმის გამო რომ ერთერთმა მეუღლემ გაიჩინა საყვარელი ინტერნეტით!
кибераддикция (ფსიქოლოგიური დამოკიდებულება კომპ.თამაშებისადმი მე პირობითად დავარქმევ ”გეიმმანია”-ს)გადაჭარბებულ ინტერესს კომპიუტერული თამაშებისადმი უწოდებენ ”სათამაშო (კობერ) ადიქციას”. ფსიქოლოგიაში ”ადიქცირებულ რეალზაციას” უწოდებენ რეალობიდან მოწყვეტას. ფსიქოლოგების აზრით, კომპიუტერული თამაშები არის გათვლილი ასეთ ”მოწყვეტაზე”.
უმეტესი თამაშები მქნიან ნავიანთ რელობას, თავის სამყაროს, თავის ლექსიკას (ჟარგონს). ავიღოთ ისევ ის კვეტების და RPG თამაშების ფანტასტიკური სამყარო. ადამიანი ერთობა თამაშით, ერწყმება თავის პერსონაჯს, ცხოვროს მისი ცხოვრებით. ამის გრდა თამაშში შეიძლება დაბრუნდე წინა დონეზე, გამოაწორო ყველა შეცდომა, რაც ხდის ვირტუალურ რელობას უფრო და უფრო კომფორტულს რეალურ ცხოვრებასთან შედარებით.
ამძაფრებს დამოკიდებულებას ისიც, რომ ბერს თამაშებში გათვალისწინებულია საკუთარი დონეების და რუქების შემქნა. გამოდის, რომ თამაშში ადამიანი შეიძლება გახდესიც ვინც მოესურვება, გააკეთოს ის რაც მოესურვება (რათქმაუნდა თამაშის რესურსების ფარგლებში) და ამასთან ერთად აიცილოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ წაგების შემთვევაში მას შეუძლია დაბრუნდეს წინა დონეზე!
ფსიქოლოგები გაოყოფენ კომპ.თამაშების შემდეგ კლასიფიკაციას მათი საშიშროებისამებრ:
I. როლური კომპ. თამაშიბი. ზუსტად ასეთ თამაშებში არის ყველაზე მეტი შესაძლებლობა, მოთხოვნილებების რეალიზაციის და რეალობისგან მოწყვეტის.
1) თამაშები ხედით ”პერსონაჯის თვალიდან”. ძალიან მალე ხდება პერსინაჯთან იდენტიფიცირება, ბოლომდე როლში შესვლა.
2) თამაშენი ხედით გარედან ”საკუთარ” პერსონაჯზე. ხანდახან ასეთ თამაშებს უწოდებენ ”კვესტებს”. აქაც იგივე ხდება, მაგრამ შედარებით ”ლაით” ვარიანტში. მაგრამ წაგება ან ”საკუთარი” პერსონაჯის სიკვდილს ხანდახან განიცდიან ძალიან მძაფრად. არანაკლები სიმძაფრით ვიდრე თავის საკუთარს.
3) სტრატეგიული თამაშები. მოთამაშეს შეუძელია შევიდეს რაზმის მეთაურის როლში, ჯარის მთავარსარდალად, ანდაც სულაც გაყიდველის როლში. ზუსტი როლი არ არის დანიშნული... თითონ მოთამაშე ირჩევს თავისი წარმოსახვით საუკეთესო როლს იმ მომენტისთვის. ეკრანზე არ არის ”საკუთარი” პერონაჯი. ასეთ თამაშში ”მთელი თავის” ჩაძირვის შანსი აქვთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კარგი ფანტაზიის უნდარი. ბევრი მკვლევარი წერს, რომ ასეთი თამაშები ანვვითარებენ სისტემურ აზროვნებას, მაგრამ სხვები თვლიან, რომ მოთამაშეები, რომლებიც ეპირატესობას ანიჭებენ ამ ტიპის თამაშებს, ასეთი ხერხით ახდენენ დომინირების და ხელისუფლებისკენ სწრაფვის მოთხოვნილების რეალიზაციას.
II. არა როლური კომპ. თამაშები. მოთამაშე არ იღებს თავის თავზე კომპიუტერული პერსონაჯის როლს, ანუ დამოკიდებულების ფორმირება და თამაშის
1) არკდები. არკადებში მთავარია სწრაფი გადაადგილება, სროლა და პრიზების შეგროვება. ეს უფრო უწყინარია თამაშებია, მაგრა ზოგისერთ შემთხევაშიც ისენი იწვევენ დამოკიდებულებას, მაგრამ როგოს წესი ხანმოკლე.
2) თმაშები სწრაფ რეაქციაზე. ამ თამაშებში მთავარია სწრაფი რეაქციის გამოვლენა. არკადებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ან საერთოდ არ აქვთ სიუჯეტი ან სიუჯეტი აბსტრაქტულია და არავითარ კავშირში არ არის რეალურ ცხოვრებასთან. სათამაშო მოტივაციებია: აზარტი, თამაშის გასვლის ”მუღამი”, ყველაზე მეტი ქულის შეგროვება. დამოკიდებულეა იგივეა რაც არკადების შემთხვევაში.
3) სტანდარტული აზარტული თამაშები. ანუ კარტი, რულეტკა, სათამაშო აპარატების იმიტატორი თამაშიბი და ა.შ. ამ შემთხვევაში ვირტუალური დამოკიდებულება რეალურისგან არ განხვავდება.
სტატიის ავტორი Сергей Антропов.
თარგმანი ჩემი საკუთარი.

არამგონია დამოკიდებულების გამოსავლენად ადამიანს დასჭირდეს დიდი ტესტების გავლა... ისედაც ნათელი უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ აგერ მაქვს ერთი ტესტი მშობლებისთვის:
აღენიშნება თუ არა თქვენ შვილს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება კომპიტერისამდმი და მაორე,
ტესტი ყველასათვის აშკარად არაფროფესიონალის შედგენილია. კითხვებზე ვიხალისე.

თუ რამე სხვა, სერიოზულ ტესტს გადავაწყდი აუცილებლად მოგაწოდებთ.
Pშ:
ძალიან გთხოვთ რა...
This post has been edited by გურჯი on 21 May 2008, 13:51