#9714445 · 22 May 2008, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ გუშინ ამერიკელებთან ერთად (თარჯიმანის სტატუსით) მოვიარე დაახლოებით 10 უბანი თბილისში.
ვესაუბრეთ დამკვირვებლებსა და კომისიების წევრებს სხვადასხვა პარტიებიდან.
ეს იყო ისანში, კრწანისში, საბურთალოზე და მთაწმინდაზე. ორჯერ ვნახეთ მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ ვიღაცის ამოღებას სიიდან (ერთერთი იძახდა, ორი კვირის წინ მოკვდაო). მაგრამ კომისიას ამოღების უფლება არ ჰქონდა. სამჯერ ვნახეთ მოქალაქეები, რომლებიც ვერ აძლევდნენ ხმას განსხვავებული რეგისტრირებული მისამართის ქონის გამო. 2-3ჯერ შეგვხვდნენ მოქალაქეები, რომლებიც ჩიოდნენ სიაში სხვა გაურკვეველი მიზეზებით არყოფნას. ზოგ პაკეტში იყო ბეჭდვითი შეცდომა ბიულეტინების ნუმერაციაში. თითქმის ყველა უბანზე იყო 1-2 ტექნიკური ხასიათის საჩივარი. მაგალითად, ერთერთ უბანზე გამოაგზავნეს 5ით ნაკლები ბიულეტინი, ვიდრე იყო ამომრჩეველი სიაში.
ბოლოს ვაკვირდებოდით დათვლის პროცესს მთაწმინდის ერთერთ უბანზე. დათვლის პროცესისადმი შენიშნვები არავის არ ჰქონია. იყო შენიშნვები იმის გამო, რომ ზოგ ბიულეტინს არ ჰქონდა დარტყმული ბეჭედი და არ ჩაითვალა. ასეთი ბიულეტინები იყო დაახლოებით სამ-სამი ოპოზიციისთვის და ნაცმოსთვის.
შემიძლია დავდო შედეგები: მაჟორიტარული: 5 - 316 გეგენავა 7 - 249 თორთლაძე 2 - 50 ხაინდრავა 10 - 40 ღვინჯილია 4 - 21 11 - 15 3 - 7 9 - 3
პროპორციული: 7 - 273 5 - 270 2 - 46 4 - 43 10 - 26 9 - 14 11 - 11 3 - 7 1 - 4 6 - 3 12 - 3
This post has been edited by ი on 22 May 2008, 13:12
|