ე.ი. ბაბუაჩემს რომ რუსეთთან ყოფნა უნდოდა ვიცოდი და გარკვეულწილად მესმოდა კიდეც. კომუნიზმის პერიოდში გაიზარდა და დაბერდა კაცი, მაგრამ დღეს რამდენიმე ახალგაზრდისგან მოვისმინე იგივე აზრი. ჯერ გავბრაზდი და მერე უბრალოდ მეცინებოდა. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ იმ 40%-ში, ნატოში შესვლაზე უარი რომ განაცხადეს, ახალგაზრდა თაობაც იქნებოდა.
ჩემი 2 თანაკურსელისგან შევიტყვე დღეს, რომ ნატოში შესვლაზე არა შემოვხაზეთო და ამას სიამაყით ამბობდნენ. როგორც "ამიხსნეს" აფხაზეთი, რომ დავიბრუნოთ რუსეთთან მეგობრობა გვინდაო, ნატოში არ უნდა შევიდეთო, დღემდე რომ ვარსებობთ რუსეთის დამსახურებააო, ნერვებს ვუშლით ამხელა ქვეყანასო და ჯარი რად გვინდა რუსეთს მაინც ვერ მოვუგებთ ომშიო.
პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ისეთი დასკვნა გამოვიტანე. რომ კომუნიზმის პერიოდშიც დიდი სიამოვნებით დააბრუნებდნენ ქვეყანას.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩემი მეგობარიც დაეთანხმა
ხოდა რა მაინტერესებს. ბებიების და ბაბუების კიდევ მესმის, მაგრამ ასე რამ "გაამწარა" ახალი თაობა, რომ რუსეთთან მეგობრობაზე და ლამის მის ნაწილად ქცევაზე ოცნებობენ.
იქნებ მე ვფიქრობ არასწორად და ნატო მართლაც "ეროვნულობას და ქართველობას დაგვაკარგვინებს", რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ეტყობა თავზე გადაგვდიოდა. ამდენი საუკუნის მანძილზე, ქვეყანა რომ ყველაფერს "გიშვება" კიდევ იმასთან მეგობრულ ურთიერთობაზე რატომ უნდა ოცნებობდე? ნუთუ ვერ მიხვხვდით იმას, რომ რუსეთის მეგობარი, მხოლოდ მისი სუვერენიტეტის ქვეშ გავხდებით. ძალიან ძნელი მისახვედრია თუ მე ვერ ვწიქრობ სწორად?
თქვენ რას ფიქრობთ? პ.ს პოსტს ასაკი მიუწერეთ

პ.ს. უი სულ დამავიწყდა აქ რომ მხოლოდ "მიშას დედას შ#$#ი" ტიპის თემებში იპოსტება მარტო და "ბევრ ნაწერიანები" ეგრევე იძირება

სორი თემიზა.
* * *
* * *
* * *
Closed
=================
========
====
==
This post has been edited by Starsailor on 22 May 2008, 16:56