ძვირფასო მკითხველო,
უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ერთგულებისათვის და ბოდიში მოგიხადო ხანგრძლივი პაუზისთვის. ოზონი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია და ჩემთვის დიდი პატივი იყო შენთვის მუშაობა. ამავე დროს ვწუხვარ რომ ვერ შევძელით მისი გადარჩენა.
მაგრამ, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია და ოზონის დახურვამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ დროა ჩვენი ძველი ვებ-გვერდის აქტივირება მოვახდინოთ და მკითხველს ახალი საინტერესო შიგთავსი შევთავაზოთ.
საწყის ეტაპზე
komuna.ge ბლოგზე აგებული პროექტი იქნება. ამჯერად გვერდზე უკვე ყოველდღიურად ქვეყნდება გარკვეული მასალები.
სექტემბრიდან კომუნას სულ სხვა სახე და ბევრად უფრო ფართე შინაარსობრივი პალიტრა ექნება. ამ პროექტზე არაერთი ოზონელიც იმუშავებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ პროექტში მკითხველს გაცილებით მეტი გავლენა ექნება, ის მონაწილეობას მიიღებს ამ გამოცემის დახვეწაში და თავად შეძლებს გახდეს მისი ერთ-ერთი ავტორი.
იმედი მაქვს შემოგვიერთდები
გისურვებ წარმატებებს და ველი შენ გამოხმაურებას
სერგი გვარჯალაძე
www.myspace.com/johnjollia