მკვეთრად განსხვავებული ტიპოლოგიაა სხვა ტიპოლოგიებისგან, რომლებიც შემოიფარგლებიან ადამიანის ქცევების აღწერით და მათი კლასიფიკაციით
იუნგის თეორიის მიხედვით, არსებობს ფსიქოლოგიური ფუნქციების ორი კლასი. პირველი, რომლის მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას და მეორე, რომლის დახმარებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს
ინფორმაციას ვიღებთ შეგრძნებების ან ინტუიციის მეშვეობით
გადაწყვეტილებებს კი ვიღებთ ან ობიექტურ ლოგიკაზე, ან სუბიექტურ შეგრძნებებზე დაყრდნობით
ადამიანები ვიყენებთ ოთხივე ფუნქციას, მაგრამ იმის მიხედვით თუ რა სიხშირით და წარმატებით ვიყენებთ თითოეულს, შეიძლება განისაზღვროს ჩვენი ფსიქოლოგიური ტიპი. ფუნქცია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ, არის დომინანტი ფუნქცია და ადამიანებს აქვთ ან ინტროვერტული ან ექსტრავერტული დომინანტი ფუნქცია. ეს დომინანტი ფუნქცია აძლევს მიმართულებას მთლიანად ჩვენს ქცევებს და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია
მოკლედ იმაზე, თუ რა არის ექსტრავერსიის და ინტრავერსიის მთავარი იდეა:
ამ სამყაროსთან შეგუების ორი გზა არსებობს. ექსპანსია გულისხმობს კონტაქების განვითარებას, გაფართოებას, აქტურობას, ენერგიის შეძენას გარე სამყაროდან, ინტრავერსია კი კონტაქტების შეზღუდვას, გამიჯვნას გარე სამყაროსგან, საკუთარ ნიჟარაში შემალვას და ენერგიის შეძენას საკუთარი თავიდან. ინტროვერტებად ან ექსტრავერტებად იბადებიან და ამის რადიკალურად შეცვალ თითქმის შეუძლებელია.
მოკლედ, რაზეა დამყარებული ეს ტიპოლოგია:
1. საიდან ვიძებთ ენერგიას - გარე სამყაროდან(ექსტრავერტული) თუ საკუთარი თავიდან (ინტრავერტული)
2. ინფორმაციას როგორ ვაგროვებთ - სიტყვასიტყვით და თანმიმდევრულად (სენსორული ტიპი) თუ თAვისუფლად (ინტუიციური)
3. როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს - ობიექტურად (მოაზროვნე ტიპი) თუ სუბიექტურად (მგრძნობიარე ტიპი)
4. ცხოვრების წესი - რისკის სიყვარული (გაბედული) და დამთმობლობა (შემთვისებელი ტიპი)
ადამიანი დაბადებიდან 4 ალტერნატიულ-ფსიქიკური წყვილიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება
*ექსტრავერტული (E) ან ინტრავერტული (I)
*სენსორული (S) ან ინტუიციური (I)
*მოაზროვნე (T) ან მგრძნობიარე (F)
*გაბედული (J) ან შემთვისებელი(P)
ამ ყველაფრის გარკვევა შეგიძლიათ აქ:
http://www.mypersonality.info/personality-types/ბოლოს მიიღებთ ასეთ დეტალურ შედეგებს:

როგორ მყვარებია იუნგი