მაგარი თემაა გახსნილი, მაგრამ ხალხს ჯერ გათვითცნობიერებულიც კი არა აქვს რას ნიშნავს საქართველო და თავისუფლება. ამიტომაა უყურადღებოდ დატოვებული და არც არავითარი სიხარული არ იგრძნობა დღეს... უფრო მეტად ბოღმა!
კიდევ დიდხანს ვივლით უდაბნოში, კიდევ მრავალჯერ გვანახებს ღმერთი სასწაულს და ჩვენ ვერ დავინახავთ, კიდევ მრავალჯერ დავეცემით ცოდვით - გზა დიდია ეგვიპტიდან, 40 წელი, ჩვენ კი ჯერ ნახევარიც არ გაგვივლია აღთქმულ მიწამდე მისასვლელად... მაგრამ მაინც ავალთ იერუსალიმში! მის ჭიშკარს ახალი თაობა შეაღებს-უდაბნოში გამოცდილი და განწმენდილი.
ხოლო მათ, ვინც გულში ზეიმობს და სჯერა დრევანდელი დღის,
ვულოცავ!!!
This post has been edited by iverski on 26 May 2008, 11:45