1995 წელს ნაკლებადცნობილმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ჟან-მარკ ბოსმანმა მიაღწია იმდენს, რომ ევროპის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ - ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (European Court of Justice) მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ამჟამად "ბოსმანის წესის" სახელით ვიცნობთ, რომლის რეალური საფუძველი ბევრი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უცნობია და რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში:
მოვყვეთ თავიდან1993 წელს ხელი მოეწერა თანამედროვე ევროპისა და საერთოდ მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მაასტრიხტში (ჰონალდია), რომელმაც მოგვცა ევროკავშირი დღევანდელი სახით და რომელმაც უნდა მოგვცეს ევროპა, როგორც ერთი სახელმწიფო
რაც ჩვენ გვაინტერესებს მაასტრიხტის ხელშეკრულებიდან, ეს არის ე.წ. 4 თავისუფლების პრინციპი, რომელიც უზენაესია და ხელშეუხებელია ევროკავშირში: კაპიტალის, მომსახურების, პროდუქციისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის შიგნით
ამ შემთხვევაში ჩვენ მუშახელის თავისუფალი გადაადგილების პრინციპი გვაინტერესებს
რა მოიფიქრა ბოსმანმააღსანიშნავია, რომ 1995 წლამდე ფეხბურთელები "მუშახელად" არ ითვლებოდნენ
ბოსმანს კი მოაფიქრდა, რომ ფეხბურთელებიც ისევე მუშაობენ და ისევე არიან "მუშები", როგორც ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მაგალითად Mercedes-ის ქარხანაში ან Barclay's ბანკში
ბოსმანმა მოითხოვა ფეხბურთსაც შეხებოდა ზემოთხსენებული პრინციპი ანუ მოხსნილიყო აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა ფეხბურთელის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლის თვალსაზრისით
ბოსმანმა თავისას მიაღწია და რადიკალურად შეცვალა მსოფლიო ფეხბურთის განვითარების გზა
ცნობისათვის გეტყვით, რომ თავად ბოსმანს არავითარი ფინანსური სარგებელი არ მიუღია სასამართლო პროცესიდან და ამჟამად წყნარად ცხოვრობს ბელგიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში
შედეგი2006 წელს ლონდონის "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მატჩში, 41-წუთიან მონაკვეთში 11 ეროვნების ფეხბურთელი ათამაშა მოედანზე (ერთადერთი ინგლისელი მათ შორის ჯასტინ ჰოიტი გახლდათ)
წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაში მილანის "ინტერმა" "ლივერპულთან" მერვედფინალის გასვლითი მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 1 იტალიელი გამოიყვანა - მარკო მატერაცი - რომელიც მალევე გააძევეს მინდვრიდან
ყველაზე მწვავედ აღნიშნული პრობლემა მაინც ინგლისში დგას. უზარმაზარი და აქამდე არნახული კაპიტალის კონცენტრაციას ინგლისურ პრემიერლიგაში გამოიწვია უცხოელი ფეხბურთელების მოზღვავება ინგლისურ გუნდებში, რამაც ცხადია შეავიწროვა ინგლისელი ფეხბურთელები
BBC-მ შენიშნა, რომ პრემიერლიგაში ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანამ რეკორდულად მინიმალურ ზღვარს მიაღწია - 498 სასტარტო ფეხბურთელიდან მხოლოდ 170 (34.1%) იყო ინგლისელი

ინგლისური გუნდების 2007-08 სეზონის სტატისტიკა მათ რიგებში ინგლისელ ფეხბურთელთა თამაშის მხრივ:
პრობლემის მოგვარებს გზები და დაბრკოლებებიFIFA-ს პრეზიდენტ ზეპ ბლატერის პროექტს ეწოდება "6 + 5", რომლის მხიედვითაც არცერთ ევროპულ კლუბს არ ექნება უფლება მოედანზე გამოიყვანოს 5 უცხოელ ფეხბურთელზე მეტი
ბლატერს სურს ეს წესი ამოქმედდეს 2011 წლიდან
ბლატერი: "ეს არ არის მხოლოდ ინგლისელთა პრობლემა, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში კლუბებს აღარ სურთ და არ ცდილობენ ფეხბურთელთა აღზრდას, რომლის მიზეზი მარტივია: როცა გაქვს ფული გაცილებით ადვილია გუნდში მოიყვანო უკვე ჩამოყალიბებული მაღალი დონის ფეხბურთელი, ხოლო ა დგილობრივი ახალგაზრდისთვვის კი მაქსიმუმი სათადარიგოთა სკამია. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს!"
UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი არ მალავს, რომ ორ ცეცხლს შუა არის გამოჭერილი: ერთის მხრივ FIFA-ს აზრი აუცილებლად გასათვალისწინებელიამ მეორეს მხრივ ევროკავშირი და ევროკომისია "6 + 5"-ს განხორციელების უფლებას არასოდეს მისცემს UEFA-ს.
პლატინი: "FIFA-ს პრეზიდენტს ვუთხარი, რომ როგორც მეგობარი მის პროექტს მხარს დავუჭერ, მაგრამ როგორც UEFA-ს პრეზიდენტი, ამ პროექტის განსახორციელებლად არ ვიბრძოლებ. ამაში მხარს მიჭერრს UEFA-ს აბსოლუტურად ყველა ასოციაცია, რომელთაც არ სურთ დაუჭირონ მხარი პროექტს, რომლის განხორციელება შეუძლებელია. ზეპ ბლატერის პროექტის არსი მშვენიერია, მაგრამ ამის გამო ბრიუსელში (ევროკომისია. . .) პრობლემებს არ შევიქმნი"
UEFA-ს ალტერნატივაUEFA-ს გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტს: 2008-09 სეზონიდან ევროპულ კლუბებს განაცხადში უნდა ჰყავდეს 8 ფეხბურთელი მაინც, თუმცა ეს პროექტი ძალიან დაუხვეწავია და მისი განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია შემდეგი მიზეზების გამო:
1. კლუბს აღზრდილად ეთვლება ფეხბურთელი, თუ ეს უკანასკნელი 15-დან 21 წლის ასაკამდე 3 წელი მმაინც ირიცხებოდა გუნდში
2. ეს პროექტი მაინც ეწინააღმდეგება მუშახელის ტავისუფალი გადააგილების პრინციპს, თუმცა ევრიოკომისია ამ პროექტს მაინც განიხილავს. სავარაუდოდ მაინც უარყოფითი პასუხი იქნება
რას აპირებს ბლატერიახლო მომავალში სიდნეიში უნდა გაიმართოს FIFA-ს კონგრესი, სადაც ზეპ ბლატერს უნდა თავისი "6 + 5" პროექტის განხილვა. ის ვარაუდობს, რომ 2009-10 წლების სეზონიდან ევროპული კლუბები უნდა დაავალდებულონ მინიმუმ 4 ადგილობრივი ფ ეხბურთელი იყოლიოს გუნდში, ხოლო მომდევნო სეზონში ეს რიცხვი გაიზარდოს 5-მდე, ხოლო 2011-12 წლების სეზონიდან კი ევროპულ კლუბებს გუნდში მინიმუმ 6 ადგილობრივი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეთ
პლატინი ეჭვობს, რომ ბლატერი მართლა გაიტანს ამ პროექტს კონგრესზე, რადგანაც ეს იქნებოდა სულელეური ნაბიჯი, რადგანაც პლატინის აზრით ამ პროექტის თუნდაც იდეის დონეზე განხილვა უამრავ პრობლემას შეუქმნის ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებს
ხოდა როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა თქვენი აზრი დააფიქსირეთ
This post has been edited by kid on 27 May 2008, 21:23