
მთავარი -
მ თავ არიმ ასობგერის საინტერესო მნიშვნელობაზე მიუთითებს ქართული ენა და ვფიქრობ ის ცალკე თემას/განხილვას იმსახურებს, ამაზე ადრეც მქონდა აქ გახსნილი თემა მინდა ხშირად მოვყვე რადგან ძალიან ნათლად იმზირება მ ასობგერა

მახსოვს დამაცხრა ქართულის ცუდად მცოდნე რომელსაც აკლებული ქონდა ეს განყოფილება (რატომ დღემდე არ ვიცი)
იმ თემაში მ ასობგერასთან ერთად სხვა მინიშნებებიც მეწერა მაგრამ მინდა მხოლოდ მ ასობგერაზე ვისაუბრო
მ როგორც ვიცით პირის აღმნიშვნელი სიტყვაა ქართულ ენაში, როგორც მოქმედების ჩამდენი. მ/ქმედება
მინდა ცოტახანი ყურადღება გადავიტანო იმ აზრზე რომ ძველქართული ენა არის მორგებული საკრალურ თემებს და ქურუმულ ერთობლიობას, ანუ სულიერ და მეცნიერულ ხედვას რომელიც საბოლოოდ ფილოსოფიას გავს, ანუ მათი ფილოსოფიური მსოფლმხედველობა.
მ მათი ჯგუფი იყო მაგალითად მადის რეცეპტორები: მჟავე, მწარე,მლაშე,მძაღე ...მომწარო მოტკბო.... მ ს გავს ი....
ქართლში შემორჩენილი "მა რომ არა ვთქვა აბა მა რა ვთქვა" ალბათ ყველაზე სწორი გამონათქვამია ქართული ენის ))
ქართლში ბალსაც კი მბალს ეძახდნენ ხეობის მხარეს, მცენარე მარცვალი მფრინველი მცხოველი,მწერი,მატლი და ზოგადად ფერიც კი მწვანე რომელიც ბუნებასთან სიცოცხლის ფერთან ასოცირდება/ არსებობს ძველი გამონათწვამები მწითური მყვითური
თავად საკრალური სიტყვების კი ალბათ უსასრულო ჩამონათვალია მ საწყისით, იგივე: მონასტეტი, მღვდელი, მეფე, მტრედი, მადლი, მირონი, მონაზონი, მარილი, მარცვალი, მოგვი, მართალი, მოციქული, მაცხოვარი, მესია... მამაში ორი მ საინტერესოა ასევე რადგან ორი მ სიტყვაში იშვიათია და მარიამი ორი მ იწერება მაშინ, როცა ერთი ფუძისეულია, ხოლო მეორე - პირის ნიშანი (მაგ მ-მალავს,მ-მართველი, რაც მიუთითებს ამ წესის ხანგრძლივ არსებობაზე ენაში. გამოდის მამას (უფალს) ქართული ენა თავისი დატვირთვით უყურებს და ასე ლამაზად შემოუნახია და ჩვენ თვალწინ ყოფილა
ეხლა ავხედოთ მეცნიერებას რომლებიც ცაში უკირკიტებდნენ და ჩავხედოთ მოგვების ენას: მიწა, მზე, მთვარე, მნათე,მუშთარი, მთიები, მერკური, მარსი, მარეხი
მრგვალი,მრუდი,მართი,მონაკვეთი, იგივე მაღალი მდაბალი, მარცხნივ მარჯვნივ
ეხლა გადავიდეთ კონკრეტულ სიტყვებზე სადაც საინტერესო მინიშნებებია, მაგალითად იგივე მოქმედება რომ ვაუღლოთ მ ო ქმედ ება სადაც მოკლედ მ/ქმედება იქნება, მაგალითად მმართველი, მ მ რთავს იგივე პრინციპით სადაც რთველი უღლებით რთ ფუძის დანამატებია (თავისი მნიშვნელობებით ცხადია)
მაგალითად მშვენიერი იქნება მ შვენ იერი, აი ჩემთვის საყურადღებოა მდინარე რომლის ფუძე არის დინ ება, ფუძე როგორც ჩანს უნდა იყოს მხოლოდ დინ (ეს ცალკე საინტერესოა თემებია სად წავიდნენ ასეთი მნიშვნელოვანი ფუძეები ან ალბათ ჩუმად არიან ჩამალულები კომფორტულად მაგალითად იგივე ბუნ ება, სადაა ბუნ ვინაა ბუნ, რა არის რომელსაც ება))
მ არის ზმნის ჩამდენი პირი მაგრამ მეც ვარ მ კატეგორიაში და დანარჩენი ძველთა ხედვით მნიშვნელოვანი საგნები რაღაც საერთო მაჩვენებლით არიან მოხვედრილი რადგან არის სხვა ასოები რომელიც ქმნიან ცალკე აბსტრაგირებულ ჯგუფს ან რაიმე კონკრეტულს, ეს სხვა თემაში შ3იძლება
ამ მსჯელობაში არ შედის მხატვარი, მუსიკოსი მწერალი და აშ რადგან ის პირის ნიშანია და ეს, ვიცით საუბარია მის უნიკალურ მხარეზე რომელზეც არ არის ყურადღება გამახვილებული ამ კუთხით რომ ის აბსტრაგირებულ ჯგუფს ქმნის
მ რიგით მე13 იყო და ახლა მე12 რომელიც 40 აღნიშნავდა საკრალური დატვირთვა აქვს ქრისტეანობაში რიცხვს 12 მოციქული და 40 რიცხვი როგორც მარხვის 40 დღე როგორც ამაღლების მე40 დღე მაგალითად, ანუ ყველა აბსტრაგირებას თავის დატვირთვას აძლევდნენ და შინაარს გამოდის ატარებს.
სხეულის ნაწილები:მკერდი,მუხლი,მხარი,მაჯა,მტევანი, მუცელი,
მ ასობგერის კარგი განმარტება ალბათ თავად სიტყვაშივე "მნიშვნელობა" გვაქვს, მ ნიშანი რაობა, როგორც ნიშანის დადება მნიშვნელოვანზე
არადა თან ის თვითონ არის მნიშვნელოვნების აღმნიშვნელი
მ ასობგერა შეიმჩნევა მუსულმანურ არაბულ/სპარსულ და წესით ებრაულ ენებშიც, საინტერესოა საიდან სად? რომელი ენამ უფრო მკაფიოდ შემოინახა ეს აბსტრაგირება არ ვიცი, მე ჩემ ენაზე შემიძლია ეს ვთქვა