მოკლედ დავიწყოთ არქიტექტურიდან, არქიტექტურის თავისებურება და ხასიათი დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე, მათშორის პოლიტიკაზეც, ჯერ ზოგადად განვიხილოთ, ესეიგი თავიდან პირველყოფილი ადამიანის მეურნეობას შემგროვლებითი ხასიათი ქონდა, ანუ აგროვებდნენ მცენარეების ნაყოფებს, ფესვებს და ასეთ ,,წვრილმანებს’’ და ძირითადად ცხოვრობდნენ ღია ცის ქვეშ, ხოდა მერე გამყინვარებამ და ცივმა ჰავებმა აიძულა ადამიანი შესულიყო გამოქვაბულებში. ნუიქ ქვასთან შეხებამ და ა.შ უფრო განავითარა როგორც იარაღები ისე ტვინის უჯრედები. ცეცხლის მოპოვებამ კი საშუალება მისცა ფართო ტერიტორიაზე დასახლებულიყო. და ამის მერე კაცობრიობა ვითარდებოდა გეომეტრიული პროგრესით.
ძვ.წ. II ათასწლეულში განვითარდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, პარალელურად მეზობელ ტომებს შორის დაიწყო კონფლიქტები, ანუ დაიწყო გამუდმებული ბრძოლა საქონელისა და საძოვრებისათვის და აქედან გამომდინარე სოფლის სახეც შეიცვალა, ანუ შემოისაზღვრა გალავნებით და გამაგრებულ ციხედ იქცა. აი 1 ძალიან მარტივი მაგალითი: ვთქვათ წავიდა ერთი ტომის მეორის დასარბევად, და =O, ხედავენ რომ რაღაც შეცვლილი ეჩვენებათ თუუ რახდება, ანუ ამმეორე ტომს ქვის/ხის გალავანი გაუკეთებიათ და ა.შ, ანუ უფრო გაუძნელდათ მაგრამ მაინც დაარბიეს და შემდეგ თავის სოფელში რომ დაბრუნდნენ თვითონაც გაიკეთეს იგივე. ამ მეორე ტომმა ნუ კაი დაგვარბიესო მარა ხო გაუძნელდათო, ანუ რაღაც შედეგი გამოიღო და მოდი კიდე რამე გავაკეთოთო. და შემდეგ როცა ეს პირველი ტომი ისევ წავიდა დასარბევად დახვდათ ორმაგი კედლები და + ჯოხებზე ჩამოცმული თავის ქალები უუ ბუგიბუგი და რაღაც, ხოდა შეეშინდათ და წამოვიდნენ, მერე იფიქრეს და მოიფიქრეს,რომ მაშინ ჩვენ მაშინ სამმაგ გალავანს გავაკეთებთO და გააკეთეს. ეს მეორე ტომი ამდროს ზენიტშია, თავი ზეტომი ჰგონიათ და თან ხედავენ რომ პირველი ტომი აღარ მოდის დასარბევათ, მოდი მაშინ ჩვენ დავარბიოთო და წავლენ ხოდა ხედავენ რომ იქ სამმაგი გალავანია და წამოვლენ თვითონ ოთხმაგ UPGრეიდს გააკეთებენ და ა.შ ა.შ ა.შ მოკლედ ჩნდება კონკურენცია+სწრაფი პროგრესი.
თავიდან თუ ადამიანი სრულიად დათრგუნული იყო არსებობის/ბუნებასთან ბრძოლის სიძნელით და მშენებლობა წარმოადგენდა მხოლოდ მატერიალური კულტურის სახეს+არქიტექტურა ვერ აღწევდა ხელოვნიბის დონეს, შემდეგ უკვე განვითარების პროცესში, იდეოლოგიის ელემენტებს შორის ჩაისახა რელიგია და ხელოვნებაც.
ტაძრები შენდებოდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილებში და ამუშავებნენ გულდასმით, ანუ შენობა გამოიყო სხვებისგან და უფრო მნიშნველოვანი გახდა.
რელიგიიდან გამომდინარე ასევე დიდი ყურადღება ექცეოდა აკლდამებს, სამარხებს მაგ. (ეგვიპტის პირამიდები)
და ისე მარტო 1 და 2 შენობა არ იგულისხმება. ქვეყნის სიძლიერის მაჩვენებელია ასევე ურბანული განვითარება,
ძველი რომაელები ქალაქგეგმარებაში კონსოლიდირებულ სქემას იყენებდენენ, რომელიც სამხედრო თავდაცვისა და სამოქალაქო ხელსაყრელობისთვის იყო განვითარებული. მარტივი გეგმა შედგება ცენტრალური მოედნისგან საქალაქო მომსახურების ობიექტებით, რომელსაც გარს აკრავს კომპაქტური ქუჩების მართკუთხა წრფიული ქსელი. მთელ დასახლებას შემორტყმული აქვს ქვის გალავანი თავდაცვისთვის. მგზავრობის დროის შესამცირებლად ორი დიაგონალური ქუჩა კვეთს მართკუთხა ქსელს კუთხიდან კუთხემდე, ცენტრალური მოედნის გავლით. როგორც წესი, ქალაქში გაედინება მდინარე, წყლისა და ტრანსპორტისთვის, რომელსაც ასევე გააქვს კანალიზაციის ნარჩენები, ალყის პირობებშიც კი. მრავალი ევროპული ქალაქი დღემდე ინარჩუნებს წყობის ამგვარ სქემას (მაგ. ტურინი).
მრავალი ქალაქი ლათინური ამერიკის ცივილიზაციებში ასევე ანვითარებდნენ დაგეგმვას საკუთარ ქალაქებში, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების ჩათვლით. მეხიკო-ტენოჩტიტლანი, აცტეკთა იმპერიის დედაქალაქი რომელიც ძლიერების მწვერვალზე მსოფლიოს უდიდესი ქალაქი 250.000 მცხოვრებით და სადაც ყველაზე დიდი ნაგებობები ქალაქში მზის , ომის და წვიმის ღმერთების ტაძრები იყო. ანუ რელიგიის,კონფლიქტის და მიწათმოქმედების გავლენა/დონე აისახა არქიტექტურაში.
არქიტექტურაში ასევე ისახება ეკონომიკა, ქვეყნის კულტურა,ხასიათი და მოკლედ სახელმწიფოს ძლიერება, რომელიც პარალელურად ახდენს იდეოლოგიურ ზეგავლენას მასებზე.
აღსანიშნავია სოციალისტური კლასიციზმი, ტერმინი რომელიც საბჭოთა კავშირის არქიტექტურას დაერქვა დაწყებული 1933 წელს ბორის იოფანის საბჭოების სასახლის პროექტის ოფიციალური დამტკიცებიდან (იოფანი იყო სტალინის ფავორიტი არქიტექტორი რომლის პროექტმა გაიმარჯვა საბჭოების სასახლისთვის სპეციალურად გამოცხადებულ კონკურსზე, იდეაში 415 მეტრიანი სასახლე მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა უნდა გამხდარიყო. მას თავზე ლენინის გრანდიოზული ქანდაკება დაედგმებოდა. ხოდა დაიწყეს მშენებლობა მაგრამ მეორე მსოფლიო ომმის და სხვადასხვა გეოლოგიური სიძნელეების გამო დროებით შეჩერდა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.)1955 წლამდე, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა დაგმო გასული ათწლეულების გადაჭარბებულობა და დაშალა საბჭოთა კავშირის არქიტექტურის აკადემია. და ამ შუალედში იქმნებოდა ბევრი საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი ნიმუშები, თავისი
პატრიოტული ხელოვნების დეკორაციებისა და ტრადიციული მოტივების კომბინაციებით.
ტაკჟე ჰიტლერსაც ყავდა თავისი ,,პირადი’’ არქიტექტორი- ალბერტ შპეერი რომლის ყველაზე ცნობილი პროექტი: ცეპელინტრიბუნი - ნიურნბერგის საპარადო მოედანია და იდეაში 240.000 ადამიანს დაიტევდა.ნიურნბერგი ნაცისტების მრავალ ოფიციალურ შენობათა ადგილი იყო, რომელთა უმრავლესობა არასდროს განხორციელებულა. მაგ. გერმანულ სტადიონზე უნდა დატეულიყო 400.000 მაყურებელი არიული თამაშებისთვიდ, რომელსაც ოლიმპიური თამაშები უნდა შეეცვალა. ამ შენობათა დაპროექტებისას შპეერმა გამოიგონა ე. წ. "ნანგრევის ღირებულების" თეორია. ამ თეორიის თანახმად, რომელსაც ჰიტლერი უჭერდა მხარს, ყველა ახალი შენობა იმგვარად უნდა აგებულიყო, რომ მათ ესთეტიურად სასიამოვნო ნანგრევების შთაბეჭდილება უნდა მეოხდინათ ათასობით წლის შემდეგ. ამგვარი ნანგრევები მესამე რაიხის დიდებულების აღმნიშვნელი იქნებოდა, ისევე როგორც ძველ ბერძნული და რომაული ნაგრევები, რომლებიც მათი ცივილიზაციის დიდებულების სიმბოლოებს წარმოადგენს.
ანუ ამ კონფლიქტის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა და იგეგმებოდა ასეთი მსოფლიო საოცრებების აშენება, დაჟეროცა მთელი ქვეყანა ნანგრევებში იყო მოქცეული და ეკონომიკა ხო საერთოდ.
აი მაგალითად, AGE OF EMPIRES 2ში როცა იმ დიდ შენობას აშენებ, ნუ ადრე ვეძახდით ,,საოცრებას’’ ხოდა როცა შენი მოპირისპირე მხარე ასეთ შენობას ააშენებდა, ირთვებოდა თაიმერი 10 თუ 15 წუთით, და ამ პერიოდში თუ ვერ მოასწრებდი დანგრევას მაშინ თამაშს აგებდი
დაამატეთ რა რამე
This post has been edited by Jgenti` on 28 May 2008, 22:14
მიმაგრებული სურათი