Pinturicoმმ რადგან კვლევას აკეთებ, ცოტა ვრცლად გიპასუხებ.
ალბათ არანაირი სტერეოტიპი არ გამჩნია ამ ამბავში, რადგან ტითქმის ყველაზე "ორივესთვისაა დამახასიათებელი" გავეცი პასუხად.
ზოგმა კიდევ დამაბნია
რომ მივყვეთ:
1. აგრესიულობა - აშკარად ორივესთვის. გააჩნია აგრესიულობა როგორ გამოიხატება. თუ მუშტებით - კაცები, თუ ენით - ქალები.
ჩემ ირგვლივ ნაცნობებს შორის უფრო მეტი აგრესიული ქალია, ვიდრე კაცი, მაგალითად.
2. სიძლიერე - ფიზიკური? მორალური? აქაც სადაოა - ტკივილს მაგალითად, ქალი უკეთ იტანს, კაცი - ნაკლებად, სამაგიეროდ კაცს მეტი კილოგრამის აწევა შეუძლია, ვიდრე ქალს.
3. სიამაყე - გაუგებარი ცნებაა საერთოდ ჩემთვის, თავმოყვარეობაზეა საუბარი? მაშინ სქესზე არაა დამოკიდებული, უფრო პიროვნებაზე.
4. სიმამაცე - ნუ რისკზე წასვლაა სიმამაცე? თუ აალებული სახლიდან მკვდარი ფისოს გადარჩენა? ესეც უფრო პიროვნებაზეა დამოკიდებული, ვიდრე გენიტალიებზე.
5. არაორგანიზებულობა - ზუსტად ერთნაირად არის ორივესთვის დამახასიათებელი, თითქმის დარწმუნებული ვარ

6. თავდაჯერებულობა - ასევე, ორივე ერთნაირად. აქაც არ მგონია სქესს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, უფრო აღზრდაშია საქმე.
7. დამოუკიდებლობა - ორივესთვის. ჩვენს საზოგადოებაში მითუმეტეს. უფროსწორად, ორივესთვის ერთნაირად არაა დამახასიათებელი - ერთ მხარეს დედას რომ სიგარეტს უმალავენ 30 წლის ასაკში ქალები, და მეორე მხარეს 40 წლის კაცები, რომლებიც დედასთან ცხოვრობენ

8. ამბიციურობა - ესეც ბუნდოვანი ცნებაა, ამბიციურობა რაში? ანუ კაცი, რომელიც სამსახურეობრივი კარიერისთვის იბრძვის, ისიც ამბიციურია და დედაც, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანი შვილები ჰყავს.
9. ეგოიზმი - პიროვნებაზეა
10. კომუნიკაბელურობა - ტოჟე პიროვნებაზეა