ესეიგი, ევოების ფორუმზე ძრომიალის შედეგად გავჩითე თემა Early Evo ECU self tuning.
ეს არის თემა თუ როგორ გავაკეთოთ პრაშივკა საკუთარი ხელებით და დაახლოებით 600 ლარით ევო 1,2,3-ზე. დაახლოებიტ ანალოგიური ხერხები შეიძლება მოიძებნოს სხვა მანქანებზეც.
პრაშივკა ვყიდულობთ Ostrich 2.0 Emulator
http://www.moates.net/product_info.php?products_id=169 რომელიც 175$ ღირს. აღნიშნული წარმოადგენს ჩიპს რომელზეც უნდა განთავსდეს მეფი, რომლითაც შემდგომში იმუშავებს ECU.
შემდგომ ვხსნით ექუს, სურატზე მოცმული თეთრი ბუდიდან ვირბთ ქარხნულ ჩიპს(სურათზე ამორბულია უკვე)

შემდგომ Ostrich-ის მეორე ბოლოს რომელიც გამზადებულია აღნიშნული ბუდისთვის ვაპაიანებთ ბუდეზე.

თვითნ Ostrich-ს USB კაბელით ვაერთებთ ლეპტობზე.

მოცემული საიტიდან www.tunerpro.markmansur.com/ შეგვიძლია ჩამოვტვირთოთ კომპიუტერში პროგრამა TunerPro RT რომლის მეშვეობითაც ჩიპზე ჩავწერთ მეფს და რომლისთვისაც რეგისტრაცია ჯდება 30$. ამ ყველაფრით მეფის არამარტო ჩაწერა შეგვეძლება არამედ შეგვეძლება შევეხოთ და შევცვალოთ ნებისმიერი რამე რასაც არეგულირებს მაქანის კომპიუტერი. ერთი ჩემი ინგლისელი თანაფორუმელი მალე გამომიგზავნის ინსტრუქციის ფაილს რომელშიც მოცემული იქნება ექუს სხვადასხვა პარამეტრების და მეფების კოდები(ეს ზუსტად არ ვიცი რა არის და როცა გამომიგზავნის დავწერ მერე). ჩემთვის სასურველ მეფსაც გამომიგზავნის ეს პიროვნება, ხოლო ვისაც უნდა თავის შესაფერისი მეფი მას შეეძლება ამ საიტიდან www.4g63.co.uk იშოვოს იგი. რეგისტრაცია ჯდება დაახლოებით 19 ფუნტი.
არ დაგავიწყდეთ რომ ტუნინგი შეგეძლებათ real time-ში.
დეტონაციის მონიტორინგიიმისათვის რომ გააკეთო პრაშივკა მინიმუმ აუცილებელია უყურო დეტონაციას და სმესს. ნუ მე სმესის დაჩიკი მაქვს და ვისაც არ აქვს უნდა შეიძინოს.
რაც შეეხება დეტონაციის მონიტორინგს, ეს პრაქტიკა მე რასაც დავწერ გამოადგება თითქმის ყველა JDM ავტომობილის მფლობელს და ჯდება მართლაც იაფი.
საჭირო ნაწილების ჩამონათვალი:
1) pocketlogger for the 1g DSM cars - ეს არის დიაგნოსტიკის ბუდის კაბელი და პროგრამა დისკზეhttp://www.pocketlogger.com/index.php?pid=plobdii რომლის რირებულებაც არის 125$
2)Palm handheld PC - ეს არის უბრალო პალმი(პატარა ჰენდ ბუქი) რომლის ყიდვაც იბაიზე შეგიძლიათ ყიდვა 20$-ს ფარგლებში.
3)Hotsync Cables - ეს არის პალმის და pocketlogger-ის შემაერთებელი კაბელი
http://www.pocketlogger.com/?pid=faq_gs_cables რომელიც ჯდება 20$-30$.
აგერ სქემაც რომ გასაგები იყოს:
http://www.pocketlogger.com/images/cablediagram.jpgpocketlogger-ის პროგრამა გეგზავნებათ დისკზე რომელსაც ტვირთავთ პალმში.
ამ ყველაფრით შეგიძლიათ მანქანის აჩქარების შემდგომ ნახოთ დეტონაციის შესახებ სრული მონაცემები.
სულ გამოვიდა დაახლოებით 400$ რაც დაახლოებით 600 ლარია.
ველი გამოხმაურებებს