პოლკოვნიკ ზაზა გოგავას ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა
2008 წლის 28 მაისის საქართველოს პრეზიდენტის #343 განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა
ნამდვილად ღირსი იყო ეს კაცი ამის.
შეძლება ითქვას რომ ბოლო წლები სიტუაცია გენშტაბში გამოსწორდა.
აღარ ვხედავ მანდ
ხინკლის
ლუდის
კაითბილისური გაგების
''ჯიგრიან'' ქლესა ბიჭებს.
ალია მინი ნიკოლეიშვილებს.
გენშტაბი ნელ ნელა ემსგავსება იმას, რაც უნდა იყოს გენშტაბი.
ინტელექტუალი სამხედროების საკრებულოს.
მოკლედ წარმატება ბრიგადის გენერალ გოგავას.
სხვადასხვა დროს მუშაობდა:
1995-1996 წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში საქართველოს რესპუბლიკის სუს ტერორიზმთან და საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის ცენტრის განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა"-ს პირველი მოიერიშე ჯგუფის თანამშრომელი;
1996 წ. განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა"-ს პირველი მოიერიშე ჯგუფის ოფიცერი;
1997 წ. განსაკუთრებული დანიშნულების ქვედანაყოფი "ომეგა"-ს პირველი მოიერიშე ჯგუფის უფროსი;
1997-1998 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საბრძოლო განყოფილების პირველი მოიერიშე ჯგუფის უფროსი;
1998 წ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამხედრო სამსახურში განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფის განაღმვის სამსახურის უფროსის მოადგილე;
1998 წ. საერთაშორისო დანაშაულებებთან ბრძოლის დეპარტამენტის ანტიტერორისტული სამმართველოს მეორე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი;
1998 წ. საერთაშორისო დანაშაულებებთან ბრძოლის დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის სამსახურის მეორე განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი;
1999 წ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის საბრძოლო და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს სპეციალური ოპერაციების დანაყოფის უფროსის მოადგილე;
1999-2000 წწ. ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
2000 წ. ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირებისა და სპეციალური ოპერაციების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი;
2000-2003 წწ. ანტიტერორისტული ცენტრის სწრაფი რეაგირების შენაერთების მეთაურის მოადგილე;
2003-2004 წწ. სპეციალური ოპერაციების ცენტრის კონტრტერორისტული ოპერაციების სამმართველოს უფროსი;
2004 წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული გენერალ გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეც. დანიშნულების სამმართველოს უფროსი;
2004-2006 წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეც. დანიშნულების ბრიგადის მეთაური;
2006 წ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;
2006 წლის ნოემბრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.
This post has been edited by A10 on 29 May 2008, 18:18
მიმაგრებული სურათი