მოკელდ "ისი-პარი"-მ გააკეთა ონლაინ შოპი. გაიგებდით ალბათ ამის შესახებ. ვინც არ იცის, იგი მდებარეობს ამ მისამართზე:
http://shop.iciparis.ge/მოკლედ, საიტი დიდი არაფერი, მაგრამ აიტანს კაცი, რომ არა ქართული ენის დამახინჯების საშინელი მცდელობა

))
რატომღაც გენიოსმა პროგრამისტმა, ვინც ეს საიტი შეადგინა, ჩათვალა რომ ძიების შედეგად გამოტანილ შედეგებზე თუ ინგლისურად წერია, found * product(s) (ანუ 1 ან მეტი პროდუქტი), ქართულადაც დაეწერა - ნაპოვნია * პროდუქტ(ებ)ი - არადა ჩემო საყვარელო, პატარა პროგრამისტო, ქართული ენის გაკვეთილებს რომ დასწრებოდი, იქ მასწავლებელი აუცილებლად აგიხსნიდა - ქართული ენის გრამატიკა არ მოითხოვს - მრავლობითის აღმნიშვნელი ”ები”-ს დამატებას, როცა წინადადებაში რიცხვითი სიტყვა გვაქვს. იქნება ეს 1, 2, თუ 100 პროდუქტი, ყველა ვარიანტში ეს იქნება ”პროდუქტი” და არა ”პროდუქტები”.
გარდა ამისა, მიკვირს რატო ისი-პარის დირექცია-მ არ მისცა შენიშვნა, რომ გაესწორებინათ ეს შეცდომა. ნუთუ არავინ არაფერს ყურადღებას არ აქცევს??
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)