ჩემი აზრით იდეალური წამოწყება...რაც ჩვენს ჟურნალისტიკას წინ წაწევს..აგერ პრეს რელიზიც...
-----------
საქართველოში ბრიტანული საფეხბურთო ჟურნალის “Worldsoccer” ქართული ვერსია გამოიცემა.
ჟურნალი “ამარტადან” განაცხადეს, რომ მსოფლიოში პოპულარული ბრიტანული საფეხბურთო ჟურნალის ქართული ვერსიის პრეზენტაცია დღეს, 21.00 საათზე სოლოლაკის ხეივანში გაიმართება.
“Worldsoccer”-ის ახალი ნომერი ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება. მასში გამოქვეყნებულია ექსკლუზიური ინტერვიუები გუნდების მწვრთნელებთან, ექსპერტთა წინასწარი შეფასებები.
ჟურნალის პრეზენტაციას ცნობილი ფეხბურთელები შოთი არველაძე, კლაუდიო კანიჯა, ბრაიან და მიქაელ ლაუდრუპები, აარონ ვინტერი, ფრანკ და რონალდ დე ბურები, ტიჯანი ბაბანგიდა და დამიანო ტომაზი დაესწრებიან.
“ინტერპრესნიუსი”
---------
პ.ს. ამათ გამო საცობში 1 საათი ვიდექი....